Thursday, July 6, 2023

ძაღლო!

 შენს პატრონს, ძაღლო, ერთგულად იცავ,

თუნდაც გიყრიდეს მცირე ნამცეცებს,

სადაც ფეხს ადგამს, კოცნი იმ მიწას,

და სხვათა აზრი შენ არ გაღელვებს.

თუმც ხან წკმუტუნით დასტირი შენს ბედს,

როცა გაგკრავენ ფეხს სადმე გვერდში,

არ იცვლი მაინც ქურქსა და იერს,

პატრონის გამო მგელსაც კი ებრძვი.

ერთგულების წილ ხან იღებ ათმაგს,

ხან დაწანწალებ გარეთ მშიერი,

თუ კი გიფასებს პატრონი ამაგს,

შენ ხომ ამითაც ხარ ბედნიერი!





No comments:

Post a Comment