რადგან ვერაფრით მოვიგე
შენი გული ურჩი,
პაემანზეც ვერა ვვარგობ,
ვხდები ყრუ და მუნჯი,
შენს გარშემო ეზო -კარი
გადავღებე ფუნჯით,
შუბლზე მაინც მომაწებე
ცხელი ლალის ტუჩი.
მისამღერი:
ლალები, ლალები,
დივლიდალა ლალები,
როგორ მიყვარს, ძვირფასო,
შენი შავი თვალები.
მისამღერი (მე-2 ვარიანტი)
არ მიყვარხარ, როგორ გითხრა,
როგორ გითხრა, რაც არ არის,
ერთი უბრალო ბიჭი ვარ,
არც ღარიბი, არც მდიდარი,
სიყვარულმა ცაში დამსვა
და მამღერა რა მდიდარი.
რამდიდარი, რამდიდარი,
არვინაა შენი დარი.
No comments:
Post a Comment