არ მეგონა!
ღვართქაფი წვიმა მოსულა,
გარს შემომევლო ტალახი,
არ მეგონა, თუ ოდესმე,
გუბეს ვერ გადავლახავდი.
გამიგია რომ ღაბუა
მიწამ წაიღო აყალომ,
არ ეშინოდა არაფრის,
ასე მომკვდარა საბრალო.
ვინ იცის, წუთისოფელი
რას გვიმზადებს, ცავ-არილო,
სანამდე კიდევ ცოცხალ ვარ,
გულში შემოდი აპრილო.
მაია დიაკონიძე
28.07.2023 წელი
No comments:
Post a Comment