Sunday, July 2, 2023

 არავინა ვართ სხვაზე მეტი, სხვაზე ნაკლები, 

ჩვენ ჩვენ წილს ვსუნთქავთ, არ ვიპარავთ არავის ადგილს,

ოღონდაც სიტყვას ჰქონდეს ფასი, თავის გამგები,

საქმენიც ჩვენი გაიზომოს ,,არსენას ადლით".

მოდის სიკვდილი და არ გვარჩევს დიდს და პატარას,

სახელოვანს და უსახელოს ჩაგვიკრავს მიწა,

სანამ აქა ვართ, ერთმანეთის ვსწავლობთ გატანას,

თუ ვერ შევძელით, ვემსგავსებით უნიათ ძიძას.

ჩვენს ხელში ტირის მიტოვებულ და მოუვლელი, 

სამშობლო ჩვენი რომ ქცეულა სხვის ხელის ბიჭად. 

თითო თითოს კი არა და, ერთად მოგველის,

ჩვენს დიდ წინაპრებსაც წავუქციოთ საფლავზე ჭიქა.






No comments:

Post a Comment