ფეთქავენ ლურჯი კვირტები იის,
სიმს ათრთოლებენ ჩემს გულში ნაზად,
გააყოლებენ ფაქიზად გვირისტს,
ვიმკით ამქვეყნად რას და რის ფასად?!
ზედ დამნათოდა სინათლე თოვლის
და თოვლი იგი ფეთქავდა იად,
და იისფერი კამკამა მოლი,
მთელი ცხოვრება დამდევდა ფიქრად.
ყვავილებს ლამაზს, ნაზებს, ფერადებს
ეკიდებოდა ლაღი პეპელა,
ვუხმობდი ქვეყნის მემატიანეთ,
რომ ამ სამოთხის დღენი ეწერათ.
ფეთქავენ ლურჯი კვირტები იის,
სიმს ათრთოლებენ ჩემს გულში ნაზად,
გააყოლებენ ფაქიზად გვირისტს,
ვიმკით ამქვეყნად რას და რის ფასად?!.
No comments:
Post a Comment