მოჰკვდია, ბეჩავო იერემო,
დასდევა სიღარიბის ჯოხი,
მიწანიმც დაილოცვებიან,
შიშველნი დაგიმალნეს ხორცნი.
(ხალხური)
შენდა, შენდა მოგაქვს სული,
ანდა იქნებ აქაც ვცდები,
სხეული არდაფარული,
აღდგომაა შენი მკვდრეთით.
შემოსილებს ფარჩით, ქურქით,
სირმებით და ოქრომკედით,
იერემო, სიშიშვლით გვიცავ,
შენ გვჯობიხარ ყველას ერთი.
No comments:
Post a Comment