Saturday, July 29, 2023

/თვალებმა.../ ( მაია დიაკონიძეს!), ავტ. ნათია ჯიქურაშვილი

  /თვალებმა.../

( მაია დიაკონიძეს!)
თვალებმა ტყუილი არ იციან,
მზერით არაფერი იმალება,
გულში როცა მწუხრი, დაისია
თავად ვარსკვლავებიც ინავლება.
წრფელობ, ანარეკლობს სულის კიდეც
ყოფა შეურყვნელი ცის ნამია,
ზოგჯერ სიყვარულსაც ხელს კრავ იქნებ,
მაგ დროს მომკვდარხარ და გინანია.
მაინც ფერუცვლელობ, რადგან იცი
შენი გზა ღვთისდარი სინათლეა,
სიბნელეს სხეულიდან გადაიხდი,
თვალებში ჩაუქრობი სიმართლეა.
ნათია ჯიქურაშვილი

No comments:

Post a Comment