სიომ ნაზად დაუბერა,
მიჩურჩულა, შენი ვარ და,
ჩემმა გულმაც დაიჯერა.
აღმა-დაღმა, აღმა-დაღმა,
დავცურავდი ნაზად ცაში,
რა ვიცოდი, ტყუილი იყო,
ტყუილი იყო და თამაში.
ალაგ წვიმდა, ალაგ თოვდა,
ალაგ წვიმამ გადაიღო,
ცისარტყელას შვიდი ფერიც
უგზოუკვლოდ გამქრალიყო.
აღმა-დაღმა, აღმა -დაღმა,
მიტრიალებს გულში შფოთი,
ალალ იყოს, ალალ იყოს,
თუ გიღირდა ტყუილი გროში.
No comments:
Post a Comment