Tuesday, April 28, 2015

შენ, მუხანათო წუთისოფელო!

სისხლის წვიმის და ტანჯვის მშობელო,
შენ, უჯიათო წუთისოფელო!
თავდახრილს მოგაქვს ქართული დროშა,
მძიმე უღელქვეშ მშობელი ოხრავს.
კვლავ დიდი არის ქვეყნისთვის მსხვერპლი,
კვლავ მოგვდებია ცოდვების ცეცხლი,
არგადახდილი გვქონია ვალი, -
კვლავ მამლუქების დამდგარა ჯარი.
მაგრამ ბოროტსაც ექნება ბოლო, -
უფალი კეთილს მოგვიზღავს მხოლოდ,
არ დამარცხდება რჩეული ერი, -
"მუმლი მუხასა" ისევე მღერის.
კვლავ აინთება ვარსკვლავი ცაზე, -
დრო გასცემს პასუხს ცრუსა და გამცემს...
დღეს კი შენი ვართ, ტანჯვის მშობელო,
შენ, მუხანათო წუთისოფელო!

Saturday, April 25, 2015

გადმოგვხედოს იქნებ ღმერთმა!

გვესმის გული როგორ კვნესის,
კვლავ ქვითინი ისმის დედის,
კვლავ ართმევენ შვილებს მშობელთ,
მამლუქებად ზრდიან ფხოველთ.
ნუთუ ჯერ არ გადუხდია
საქართველოს თვისი ვალი,
ნუთუ მსხვერპლი კვლავ მცირეა,
კითხვის ქვეშ ჩანს მომავალი.
ნუთუ მიწა ქართველისა,
უნდა გახდეს ძალით სხვისა,
ია-ვარდით მოფენილი
იავარქმნილ უნდა იქნას.
დაგრეხილა ვაზის ძირი,
აღარა სურს ცისკენ წასვლა,
ეს ლამაზი გოგო-ბიჭი,
უცხოეთის ადგას აღმართს.
კვნესის გული, კვნესის დედა,
სიმართლის თქმას ვერვინ ბედავს,
გადმოგვხედოს იქნებ ღმერთმა,
შეიცვალოს მისი ხედვა!



Thursday, April 23, 2015

გიორგი სააკაძეს

უბერებო, ქართლის გმირო,
ნოსტეს გულში გამოზრდილო,
შენ სამშობლო გედგა ხატად,
თვალში სხივი მოგანათა.
გაიღვიძე, გმირთა-გმირო,
ავმა ჟამმა როგორ გძლიოს,
შეუერთდი მთათა ქორალს.
ვნატრობთ მხარ-მკლავს,
მტერთა მქორავს.
გააჭენე თეთრი რაში,
რაინდული სული ჩადგი
შენს შვილებში, ჩაუსახლდი,
რომ შეცვალონ ბედი ახლით.
ძირს დამცემო სპარსულ ლომის,
შენ იცოდი ხრიკი ომის ,
შენ ხარივით რქაძლიერო,
ისევ ხმალი უნდა ფერო!

მამა გაბრიელს!

მამავ ჩვენო, დიდო ბერო,
დაგვილოცე საქართველო,
არჩეული ჰყავხარ ღმერთსაც,
კეთილ სიტყვას ჩვენთვის თესავ.
დააპურე დიდი ერი,
შენ ხარ ჩვენი გადამრჩენი,
სასწაულის მქმნელო ბერო,
წმინდა მამავ, გაბრიელო!
გაუმაგრე აკვანს ძირი,
არ გვენახოს გასაჭირი,
კურთხეულო დიდო ბერო,
დაგვილოცე საქართველო!

ღრუბლის ფთილა (საბავშვო)

ღრუბლის ფთილა წამწამს ხრიდა,
ალაგ-ალაგ ცრემლებს ყრიდა,
მაგრამ რომ ვერ დაიცალა,
ცას საბანი ააცალა,
წამოვიდა დიდი წვიმა,
მთა და ბარი  მოირბინა,
დედამიწას მადლი ჰფინა,
ისევ ცაზე ნახა ბინა.

შენ ჩემს გულში ხარ

განა ქარი ხარ, რომ ვერ გიპოვო,
განა ყვავილი, ედელვაისი,
რომ მთის მწვერვალზე ამოიწვერო,
გაელვარებდეს თოვლი ფაქიზი.
შენ ჩემს გულში ხარ და ამას იქით,
შევებრძოლები ყოველგვარ ძალას,
რომ ვერ დაგაზროს თოვლმა და ყინვამ, -
ზღვა სიყვარულით გაგათბობ მარად!

ЗАЧЕМ НАМ ГОРЕ ОТ УМА?

ЗАЧЕМ НАМ ГОРЕ ОТ УМА?
НЕ ЗЛИСЬ, НЕ МСТИ, И БУДЬ умна!

Как я живу?!

Как я живу?!
Завяла роза,
Пильца осталась
На крильце,
И манит в глуш
В лесу дорога,
Ти вспомниш
Только, обо мне.

Wednesday, April 22, 2015

ბუტე, ბუტე, გაგებუტე (საბავშვო)

ბუტე, ბუტე, გაგებუტე,-
წავიჩხუბეთ მე და ლელამ,
თამაშის და გართობისთვის
ახლა უკვე აღარ გვცხელა.
დღეს ელენე გახდა ჩემი
სანატრელი მეგობარი,
მოვიარე მასთან ერთად
ტყე, მინდორი, მთა და ბარი,
მაგრამ სინდისს რაღა ვუყო,
სინანული რად მაქვს გულში?!
პატიების გამოთხოვა
დავაპირე უკვე გუშინ,
დღეს კი ლელამ ადრიანად
შემოაღო სახლის კარი
და ბოდიში მოიხადა,
მეგობრობაც ხომ ეს არის?!

რადა სტირიხარ, ლელაო!

რადა სტირიხარ, ლელაო,
დარდისთვის განა გცხელაო,
ბალღებს პირები დახსნიათ,
ქვაბის ძირს უსვეს ენაო.
კაცის ნაბადი მოისხი,
საქმესა უნდა შველაო,
ჯავრისთვის დროც კი დაგრჩება,
რომ დაიძინებს ყველაო.

მინდიხარ (სიმღერა)

სულში ბობოქრობს ვნებების ქარი,
ქრიზანთემების დამდგარა ჯარი,
უხილავ ძალას მივყავარ დღესაც,
სად გაზაფხული ყვავილებს პენტავს.

მისამღერი
მინდიხარ, ისევ მინდიხარ,
მზე სხივთა ჩანგზე უკრავს,
ტალღების ღელვას მაგონებს,
ნანატრი შენი სუნთქვა.

შენს საფლავს ისევ ამშვენებს დარდი

მინდიხარ ისევ, მწყურიხარ ისევ,
მოგიქსოვ სვიტერს, მიყვარხარ ძლიერ,
შენს თავს მაგონებს წითელი შარფი
და მივსდევ იმას, ვინც იმით დადის.
მიწას დააცვდა ნათელი დღენი,
თუმცა ბულბული ისევე მღერის,
ისევ ყვავილობს ია და ვარდი,
შენს საფლავს ისევ ამშვენებს დარდი.


Saturday, April 11, 2015

ტერენტი გრანელის სიტყვა სატრფოს

შენთან სიშორე ალბათ დამახრჩობს,
ჩვენი სამყარო თითქოს ყუთია,
ჩემი წამების ვერ ვნახე ბოლო,
ბედით შეკირულს წასვლა მწყურია.
მინდა მივაგნო სხვა გალაქტიკას,
სიმღერა შევქმნა სხვა აკორდებით...
შეაბერდები შენ ამ სამყაროს,
ცაზე დაგხატავ ამარკორდებით.

Thursday, April 9, 2015

გუშინ მინდორში გაიყვავილე

გუშინ მინდორში გაიყვავილე,
სხივის ალერსი თითქოს გეოცა,
შენ უსაზღვრობის ხედავ ნაპირებს,
და მწველი კოცნა არ მოგეწონა.

Friday, April 3, 2015

მე მოგონებებს ზეცაში ვძერწავ

მე მოგონებებს ზეცაში ვძერწავ,
ქარი შებმია უღელში ღრუბელს,
მზე გვირგვინივით ოქროსფრად ელავს, -
ეალერსება მარტოსულ ურთხმელს.
მინდვრისკენ ლაღად ეშვება სხივი,
ყვავილებს ნაზი შეფრფენით ამკობს,
დრო აღარ მრჩება სიკვდილზე ფიქრის, -
ვემშვიდობები დარდსა და წარსულს.