Saturday, April 25, 2015

გადმოგვხედოს იქნებ ღმერთმა!

გვესმის გული როგორ კვნესის,
კვლავ ქვითინი ისმის დედის,
კვლავ ართმევენ შვილებს მშობელთ,
მამლუქებად ზრდიან ფხოველთ.
ნუთუ ჯერ არ გადუხდია
საქართველოს თვისი ვალი,
ნუთუ მსხვერპლი კვლავ მცირეა,
კითხვის ქვეშ ჩანს მომავალი.
ნუთუ მიწა ქართველისა,
უნდა გახდეს ძალით სხვისა,
ია-ვარდით მოფენილი
იავარქმნილ უნდა იქნას.
დაგრეხილა ვაზის ძირი,
აღარა სურს ცისკენ წასვლა,
ეს ლამაზი გოგო-ბიჭი,
უცხოეთის ადგას აღმართს.
კვნესის გული, კვნესის დედა,
სიმართლის თქმას ვერვინ ბედავს,
გადმოგვხედოს იქნებ ღმერთმა,
შეიცვალოს მისი ხედვა!



No comments:

Post a Comment