Monday, January 31, 2022

სარკეში რომ ჩაიხედავ (სატრფიალო, სალაღობო)

 სარკეში რომ ჩაიხედავ,

გამჩნევია კოცნის კვალი,

მთელი ღამე ჩემი იყავ,

გაგახვიე ვნების კვამლში.

თუ არ გახსოვს, გაიხსენე,

გკოცნე ტუჩზე ძალზე ბევრი,

ალბათ, ახლა გაფენია 

ლურჯ იათა დიდი ტევრი.




სულში ჩამისვი (სატრფიალო)

 სულში ჩამისვი, მომათავსე გულის ჩარჩოში,

და როგორც ლედა, თეთრი, ნაზი, ისე მატარე,

გიგზავნი წერილს, მონატრების უსტარს, ასობით,

თან ვატან სურვილს შენი ნახვის, დიდებს, პატარებს.

ნუ აიმღვრევა ნურასოდეს ჭიქაში წყალი,

რომ მომაწოდე, დიდ სიყვარულს რომ მაზიარა,

დე, შენთვის ვიყო სანატრელი უცნობი ქალი,

მარადიული  უკვდავების თანაზიარად.






განა ერთი ცხოვრებისთვის კმარა

 განა ერთი ცხოვრებისთვის კმარა, 

სიყვარული, მე რომ დამაქვს გულში,

ვუწილადებთ, ყველას, უცნობს, მავანს,

აღარ ჰქონდეს იმას დასასრული.

გადავიდეს ის გულიდან გულში,

მის გარეშე რომ არ დარჩეს ერთიც,

და ვიფრინოთ ცაში მაღლა, მაღლა,

არასოდეს შეგვეკვეცოს ფრთები.



,,ციური პრიზები", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ასეთ სიურპრიზებს ,

ვარქმევ ,, ციურ პრიზებს ", ღმერთმა მოგიმართოს სიკეთეში ხელი , ჩემი გულისაკენ მხოლოდ მე ვცემ ვიზებს , შენ კი უვიზოდაც დღე და ღამე გელი ! ელგუჯა ციგროშვილი . ქ . თესალონიკი . 30 . 01 . 2022 წელი .

ოქროს თევზი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ოქროს თევზი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

1. ჩემი ფიქრი ხარ და სტუმარი ხარ ღამის...
მოდი, გამისინჯე ზედაშე და პური,
ვიგრძნოთ უკვდავება გაჩერებულ წამის,
ვით ო ქ რ ო ს თ ე ვ ზ ს, – მთხოვე, შენდა სამსახური.
2. ჯადოსნური ფუნჯით ოცნებები ფერე,
მეც თავს არ დავზოგავ, ნატვრის ახდენაში,
შენად დამიგულე, არ გამიშვა მერე,
სამყოფელი მომეც, მაგ თ ვ ა ლ ე ბ ი ს ზ ღ ვ ა შ ი!
3. გადაღლილი ვუფრთხი ბადეებს და აფრებს,
როდემდე ვასრულო მებადურთა ნება...
ნუღარ შემატოვებ მ ი თ ე ბ ს ა და ზ ღ ა პ რ ე ბ ს,
ო ქ რ ო ს თ ე ვ ზ ს ა ც უნდა ნ ა ტ ვ რ ი ს შესრულება!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი , 29. 01. 2022 წელი

Sunday, January 30, 2022

არც მთლად სალაღობო ! ( ფშაურ კილოზე .) პოზიცია-ოპოზიცია (ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, რუსუდან გოგბერაშვილი)


არც მთლად სალაღობო !
( ფშაურ კილოზე .)
1 . უკვე იმ ხნისა
არა ვარ ,
წყვილს ვერ ვარჩევდე
კენტშია ,
მ ა თ ხ ო ვ რ ე ბ ~
ქ უ ჩ ა შ ი სხედან ,
ვ ა ჭ რ ე ბ ი ~
პ ა რ ლ ა მ ე ნ ტ შ ი ა !
2 . გაყიდეს
ს ი ნ დ ი ს ~ ნ ა მ უ ს ი ,
ეხლა მ ი წ ე ბ ს ა
ჰყიდიან ,
მ ზ ე ~ მ თ ვ ა რ ე ს ა ვ ი თ ,
ერთმანეთს
ს ც ვ ლ ი ა ნ და ...
ა რ ს ა დ მ ი დ ი ა ნ !
3 . ჩვენს ჯ ი შ ს ა
და რ ჯ უ ლ ს ოდითგან
ვინაც ეომა ემტერა ,
ყველა აქ შემოასახლეს ,~
მ ო ლ ა არის თუ ტ ე რ ტ ე რ ა !
4 . არც ე რ ო ვ ნ ე ბ ა
აღარ გვაქვს
და არც ს ა ხ ე ლ ი
მ ა მ ი ს ა ...
ხვალ უარესი მოგველის ,
წ ი ნ ა თ გ რ ძ ნ ო ბ ა
მაქვს ამისა !
5 . უაზრო ომებში
გაწყდნენ
ქვეყნის საჯიშე
ბიჭები ...
ქ ა რ თ უ ლ ი მ ი წ ა
არ გვრჩება ,
ც ა ლ ფ ე ხ ი ს
დასაბიჯები !
6 . ს ა მ შ ო ბ ლ ო ს
ერთგულებისა ,
არვის არ
ახსოვს ფ ი ც ი ა ...
დღეს პ ო ზ ი ც ი ა
არა გვყავს , ~ ყველაა
ო პ ო ზ ი ც ი ა !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
23 . 01 . 2022 წელი

კომენტარი ელგუჯას!


დღეს პოზიციაც არა გვაქვს,

არცა გვყავს ოპოზიცია, 

მიდიან... მაგრამ საითა, 

ეგეც კი აღარ იციან.


ავტ. რუსუდან გოგბერაშვილი


კომენტარის პასუხად რუსუდან გოგბერაშვილს :
1 . ჩავცქერი ,, ქართლის ცხოვრებას ,"
შენც კარგად გემახსოვრება ...
ჩვენს ერს არასდროს ეღირსა ,
დალხინებული ცხოვრება .
2 . კუსავით გადავიყვანეთ
წყალგაღმა მორიელები ,
მათ ,, განტევების ვაცივით "
ზურგზე გვაწმინდეს ხელები .
3 . მშიერს ჩვენს ლუკმას ვუყოფდით ,
ტანს ვაცვით ჩვენივ პერანგი ...
სიკეთედ არ დაგვიბრუნდა
სიკეთის ის ბუმერანგი .
4 . ირგვლივ ცრუ დაპირებები ,
ნაღდს არსად არვინ გვპირდება ,
ბარაბაშიაც გაგვცვლიან ...
ჯვარცმაც ნუ გაგიკვირდება !
5 . არც ვინმეს ვალი არა გვაქვს ,
ვერც რამეს დაგვამადლიან ...
არც ჩვენ
დავკარგოთ იმედი , ~
მართალთან
უ ფ ლ ი ს მადლია !

ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
30 . 01 . 2022 წელი .

პირველი კოცნა (სატრფიალო)

იმ პირველ კოცნას, რომ მაგემე სამთხის ბაღში,
არ დაუკარგავს დღესაც ისევ ის ძველი ხიბლი,
და გელოდები როგორც აშუღს, მიჯნურს და აშიკს,
სულგანაბული წლების მერეც მუხის  ქვეშ გიცდი.
მოხვალ და ისევ ამენთება შუბლზე ვარსკვლავი,
ჩავიძირები ამ ბუნების რითმში საამოდ
და მეყვარები ისე ძლიერ, როგორც არავინ,
თუნდაც ამ ვნების ქარიშხალმა დამასამაროს...
ამოვიცლი და ამ ჩემს გულსაც მხოლოდ შენ მოგცემ,
სიყვარულისთვის, შენ მოგიძღვნა, თუ დავიბადე,
მანამ კი, ჩემო, სამუდამო მომეცი ფიცი,
რომ გეყვარები და მეც მოვალ, როცა მინატრებ.





Saturday, January 29, 2022

გამოცურე ჩემკენ (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

ჩემო ოქროს თევზო, ნატვრა აგიხდება,

გამოცურე ჩემკენ, ქვიშის ნაპირებთან,

მეც ვიქცევი შენთვის ოცნების ქალთევზად

და გავცუროთ ზღვებში ჩვენ ორივემ ერთად.

 

ოქროს თევზი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ოქროს თევზი .

1 . ჩემი ფიქრი ხარ და
სტუმარი ხარ ღამის ,
მოდი , გამისინჯე
ზედაშე და პური ,
ვიგრძნოთ უკვდავება
გაჩერებულ წამის ,
ვით ო ქ რ ო ს თ ე ვ ზ ს , ~
მთხოვე , შენდა სამსახური .
2 . ჯადოსნური ფუნჯით
ოცნებები ფერე ,
მეც თავს არ დავზოგავ ,
ნატვრის ახდენაში ,
შენად დამიგულე ,
არ გამიშვა მერე ,
სამყოფელი მომეც ,
მაგ თ ვ ა ლ ე ბ ი ს ზ ღ ვ ა შ ი !
3 . გადაღლილი ვუფრთხი ,
ბადეებს და აფრებს ,
როდემდე ვასრულო
მებადურთა ნება ...
ნუღარ შემატოვებ
მ ი თ ე ბ ს ა და ზ ღ ა პ რ ე ბ ს ,
ო ქ რ ო ს თ ე ვ ზ ს ა ც უნდა
ნ ა ტ ვ რ ი ს შესრულება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
29 . 01 . 2022 წელი .

Friday, January 28, 2022

სიკვდილის შიში

მომესათუთა მზისა ჭავლი ზამთრის საღამოს,

ასე მგონია, დამიწესა ზეცამ ტარიფი, 

კიდევ რამდენი რომ ვუმზირო სხივებს საამოს,

აღარა ჰყოფნის წყეულ მიწას მსხვერპლი, ტარიგი.

ამოიშანთა გულებშიაც სიკვდილის შიში,

ასე მგონია, მოდის უკვე უმისამართოდ,

წუთისოფელმა შეგვიტია მატით და ქიშით,

იქნებ სწადია საქართველო დაასამაროს?!





შენ, მეუფევ ღამის (სატრფიალო)

 შენ, მეუფევ ღამის, ისევ შენთან მიხმობ, 

გამასინჯე შენი პურიცა და ღვინოც,

შემოსეულ გრძნობებს აღარ გასდით ყავლი,

მისწორდები მოკვდავს ვნების ქარიშხალით.

თავს მოგაყრდნობ მკერდზე, მირჩევნია ასე,

შენი გულის ძგერის მიზეზად რომ დავრჩე,

რომ არ დაგავიწყდეს ჩემი ტუჩის გემო,

ალერსით და კოცნით მინდა ურცხვად გგვემო.

შენ, უკვდავო სულო, ჰგავხარ სიზმრის რაინდს,

ჩემს წინ ვარდის ბაღში თავს მორცხვად რომ დახრი,

ამიტაცე ხელში და წყვდიადში გავქრეთ,

დე, ჩვენს ფერხთით დაწვეს სიყვარულის ღამეც.








არც მთლად სალაღობო! (ფშაურ კილოზე) ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 არც მთლად სალაღობო!

(ფშაურ კილოზე)
1. უკვე იმ ხნისა არა ვარ,
წყვილს ვერ ვარჩევდე კენტშია,
მ ა თ ხ ო ვ რ ე ბ — ქ უ ჩ ა შ ი სხედან,
ვ ა ჭ რ ე ბ ი — პ ა რ ლ ა მ ე ნ ტ შ ი ა!
2. გაყიდეს ს ი ნ დ ი ს – ნ ა მ უ ს ი,
ეხლა მ ი წ ე ბ ს ა ჰყიდიან,
მ ზ ე — მ თ ვ ა რ ე ს ა ვ ი თ, ერთმანეთს
ს ც ვ ლ ი ა ნ და ... ა რ ს ა დ მ ი დ ი ა ნ!
3. ჩვენს ჯ ი შ ს ა და რ ჯ უ ლ ს ოდითგან
ვინაც ეომა ემტერა, ყველა აქ შემოასახლეს, –
მ ო ლ ა არის თუ ტ ე რ ტ ე რ ა!
4. არც ე რ ო ვ ნ ე ბ ა აღარ გვაქვს
და არც ს ა ხ ე ლ ი მ ა მ ი ს ა...
ხვალ უარესი მოგველის,
წ ი ნ ა თ გ რ ძ ნ ო ბ ა მაქვს ამისა!
5. უაზრო ომებში გაწყდნენ
ქვეყნის საჯიშე ბიჭები...
ქ ა რ თ უ ლ ი მ ი წ ა არ გვრჩება,
ც ა ლ ფ ე ხ ი ს დასაბიჯები!
6. ს ა მ შ ო ბ ლ ო ს ერთგულებისა,
არვის არ ახსოვს ფ ი ც ი ა...
დღეს პ ო ზ ი ც ი ა არა გვყავს , —
ყველაა ო პ ო ზ ი ც ი ა!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი
23. 01. 2022 წელი

მაძლევ გარანტიას?! (სალაღობო-სატრფიალო)

 შენ ჩემს გულს ნატყვიარ ნაწილად აჩნიხარ

და შემოძონძილი შემომრჩა გრძნობები,

მარტმა არ იშალა და სულის გიტარას

სიმები დაწყვიტა, ვით ზამთარს ქობები.

და ისევ უღუბლო ზეცაში დავდივარ,

უკვე მერამდენე დღეა და ღამეა,

და  თუ კი ყველაფერს დავიწყებ თავიდან,

სულ რომ გეყვარები, მაძლევ გარანტიას?




ტყუილი (ერთსტროფიანი)

 ნუ მეტყვი ტყუილს, განაჩენი იყოს სასტიკი,

თუნდაც მომკლას და ჩამიტანოს პირქუშ მიწაში,

გამილამაზო ეს ცხოვრება გინდა ბატიკით,

მაგრამ ტყუილი ფეხმოკლეა, უფრო საშიში.





უზღვავი სევდა (ერთსტროფიანი)

 სულში ალუბლის ჩამომდგარა მარადი სევდა,

ხეებზე უშნოდ ჩამომჭკნარა მისი ნაყოფი,
და მაინც ისევ ელოდება გაზაფხულს ფერადს,
რომ გააღვიძოს თავის გულში გრძნობა სათუთი.

საახალწლო სიმღერა (ბეჟო ბეჟიტაშვილისთვის)

 ვარსკვლავი გაბრწყინდა ცაზე

შობის ღამე დგებაო, დიდებსაც და პატარებსაც ყველას გვემღერებაო. ღამე არის ჯადოსნური, ციმციმებენ სანთლებიო, ბრჭყვიალებენ ნათურები, გააქვთ აურზაურიო. გაიხსნება ზეცის კარი, ძირს წამოვა ფანტელიო, ყველას პირზე გვაკერია ყრმა იესოს სახელიო..



ხვავი და ბარაქა მოდის,,
ვანთოთ ყველამ სანთელიო,
ყველა სახლის ყველა სარკმელს
თავს დაადგეს ნათელიო
სიხარულის დღე მოვიდა,
ოცნებების ახდენისო,
დამარცხდება ბოროტება
ყრმა იესოს სახელითო.
მარადიულ სათნოებად, 
მოგვევლინა ი-იესო,
ჩვენს გულებში გაბრწყინდება 
მართლისმთქმელი ი-იესო.





.






მთელი ცხოვრება ვეძებდი ყვავილს

 მთელი ცხოვრება ვეძებდი ყვავილს,

ალისფერს, ლამაზს, როგორც ზღაპარში,
კალენდრის ფურცლებს მიგლეჯდა ქარი,
არ მაბარებდა თავის ანგარიშს.
დღეები დღეებს მისდევდა სევდით,
წლებმა კი წლები შეჭამეს უზმოდ,
უცებ შევნიშნე ყვავილი ფერხთით,
ისიც მიცქერდა ეჭვით და უნდოდ.
მოვწვიტე, დარდი სულ მოვიცილე, -
განათდა ირგვლივ მთელი გარემო...
თუმც, პატარაა, თვალისთვის მცირე,
იქნება მისით ცასაც გავენდო.

რა ბედენაა სიყვარული (სატრფიალო)

 რა ბედენაა სიყვარული, თუ არ უყვარხარ,

თუ არ გასინჯა, შენი სახის ფერუმარილი,

თუ შენს სულშიაც ერთი ვარდი ვერ ააყვავა,

და ვერ გაალღო თლილი ხელი ყინვით ნაფიფქი.

თუ ვერ მოკრიფა შენს სხეულზე ნაზი ტიტები,

თუ ვერა ნახა ეგ თვალები ვნებებაშლილი,

არაფერია სიყვარული, თუ არ უყვარხარ,

და თუ უყვარხარ, არ არსებობს მაშინ მანძილიც.




Thursday, January 27, 2022

მე შენ გეძებდი (სიმღერა, სატრფიალო)

მე შენ გეძებდი, როგორც ყვავილს, ალისფერს, ზღაპრულს,

დამაგვიანდა, ახლა ვხვდები, მოსვლა შენამდე,
აღარ დაგიდევ მე მომავალს, აწმყოს და წარსულს,
ოღონდ შენ მყავდე, ჩემო მზეო, ოღონდ შენ მყავდე.
ოღონდ შენ მყავდე, გაზაფხულის სუნთქვა ულევი,
ოღონ შენ მყავდე, მომეხვიე ტანზე ვაზივით,
ოღონდ შენ მყავდე, სიყვარულის მედგას უღელი
და ჩვენი ხმები წკრიალებდეს ცისკრის ზარივით .










Wednesday, January 26, 2022

 რამდენი ხანია სტუმრად არ გწვევივარ,

რამდენი ხანია, აღარ მიკოცნია,
თითქოს მომაცალეს ბუმბული ფრთებიდან,
აღარც მიმღერია, აღარც მილოცია.
თვალებში ჩარჩენილ შენს მბრჭყვინავ ანარეკლს,
ვეტრფი და ვინახავ, როგორც მზის ათინათს,
ეგ თლილი თითები სულზე რომ შემახე,
სხეულში შემომრჩა სიწმინდის ბარძიმად.
მაია დიაკონიძე



თოვს ხვავრიელად



თოვს ხვავრიელად, ისე ლამაზად,
მეც ვუშვერ ხელებს ვარსკვლავ-ფანტელებს,
თითქოს ხეებიც გაააზატა,
გაზრდილან, ათოვს თეთრად მთა-ველებს.
სადღაც კი მოჩანს მარტო სოფელი,
ყორანიც აღარ დაფრინავს იქით,
არც კაცის ძეა და აღარც ძაღლი,
და გზაც, არ ვიცი, თუ კიღა მიდის.
ათოვს იქ სახლებს, და ათოვს ბაღებს,
სასაფლაოებს, ვინც იქ წევს, ცხონდა,
ნეტავ, ამ ღამეს კი გაათენებს?!
თუ ჩაინგრევა ასი წლის ოდა.

26.01.2022 წელი




Tuesday, January 25, 2022

სატრფიალო-სალაღობო

 მოდი, ჩამისვი კალთაში,

შენი ლალი ვარ, ბადახში, მინდვრებს ნამიანს ვეწვიოთ, ტრფობის სიამეს ვეწიოთ. მე წამოვწვები ბალახში,
ნამს გასმევ ჩემი ტანიდან, თითქოს გეჭამოს ხაშხაში, დათვრები, ცაში ამიყვან.

დანარჩენი... (სატრფიალო)

 მოგაყრდენი მე სათუთი ნაზი მხრები,

ჩემ ლამაზ მკერდს სიყვარულის მძივით ამკობ,

თვალში მიდგას მთვარე, მზე და ვარსკვლავები,

და - მიყვარხარ, - მიხარია, როცა ამბობ.

ზღვაზე რომ ჩანს შორეული თეთრი გემი,

მოიჩქარის, ზვიგენივით ტალღებს აპობს,

იქა ხარ და შენ მოგყვება გულიც ჩემი,

დანარჩენი?! ველოდები შენს ნაზ ამბორს.



ჩვენს წინაპრებს! (პატრიოტული)

ქარმა აახმიანა სულის უხმო ფლეიტა,
ყველა სიმი დაქაჩა სიამით და ლხენითა,
გამახსენა ერთბაშად დედას ნაზი ღიმილი,
ანთებული თვალები, - შემოხედვა ბილილის.
მამა იქვე დედასთან მისჯდომია მაგიდას,
სიტყვას სიტყვასთანა რთავს, აქსოვს თავის ქარიზმას,
ბებია კი ჩურჩულებს, თან წინდას ქსოვს ჯვრებიანს,
- ჯვარს რომ ზევით აიტანს, თქვენი ნაზი მხრებია.
მესმის პაპას ძახილი, ცეცხლი ჯერ არ ჩააქროთ,
ნუთუ ტყუილად ვიწვალეთ, გავისარჯეთ ამაოდ.
მამა-პაპათ საფლავებს დაბზარვიათ კედლები,
მოდით ისევ შეკარით თქვენი ერთი შეხებით.
მოგონების ღრუბელში ტაატით ვიძირები,
ვფიქრობ, რად არ ხმებიან იმ ხეხილის ძირები,
წინაპრებს რომ დაურგავთ, ჯერაც ისევ ხარობენ,
ნათლის შუქი ამკობდეს იმათ სასაფლაოებს.
მაია დიაკონიძე
25.01.2022წელი









Monday, January 24, 2022

მე მეგონა, გიყვარდი...(სატრფიალო), სიმღერა დაწერა და შეასრულა გიული ერგემლიძემ

მე მეგონა, გიყვარდი...

მე მეგონა, გიყვარდი, ფიქრი სხვა არ მქონია,
სადღაც უკრავს გიტარა, სადღაც ჟღერს სიმფონია,
სულში ნაზად რეკავენ პაწაწინა ზარები,
თუ კი აღარ გიყვარვარ, თრიაქს მივეძალები.
გავეხვევი ლოდინის რუხ კვამლსა და ბურუსში,
მომესევა დარდები მწუხარე და ყულმუხი,
მთვარეს უნდა ვუამბო ჩვენი ცუდი ამბავი,
მგონი გადაგიყვარდი და დასრულდა ზღაპარი.
სურვილების ახდენა იოლი არ ყოფილა,
ბედისწერამ მარტოდენ ოცნება მამყოფინა,
ატრიალებს კარუსელს ბერიკაცი ქოხიდან,
ზოგს კმაყოფილს გაუშვებს, ზოგს კი აქცევს ლოდინად.
შენი ცალის მოძებნა ო რა ძნელი ყოფილა,
სადღაც უკრავს გიტარა, სულის მელანქოლია...
მკერდში ნაზად ჟღარუნობს პაწაწინა ზარები,
ნუთუ აღარ გიყვარვარ, მატყუებენ თვალები?!.
მაია დიაკონიძე
24.01.2022წელი
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია

ჩემო მზეო! (სატრფიალო)

 ჩემო მზეო, ჩემო მთვარევ, 

და ვარსკვლავო, ყველავ ერთად,.

მომახვიე სხივთა ბადე,

შეგიყვარე ჩემდა ბედად.

გაბმული ვარ, როგორც თევზი,

თუმცა დახსნას არც კი ვლამობ,

ამიყვანე, ჩემო, ხელში,

მსურს,  სიცოცხლე განაცვალო. 



მე მეგონა, რომ...

მე მეგონა რომ ხელში მეჭირა 

ყრუ ბედისწერის გრძელი სადავე,

და როცა ერთხელ ძლიერ მოვქაჩე,

ჩემს თვალწინ იშვა თეთრი სამარე.

გულს შემომევლო ყინვის ფიფქებად,

და-ძმის სიკვდილმა გული დამიზრო,

სადღაც კი ცაში ვნებააშლილი,

ცურავდა ღრუბლის თეთრი ფლამინგო.

მეყარა გულზე მძიმე ლოდები,

გავხსენ მდინარის ძველი სათავე

და მაშველივით მოყოლილ რგოლად,

სიკეთით ქვები წყალს გავატანე.




უსიყვარულოდ დამჩრდილა...(სატრფიალო)

უსიყვარულოდ დამჩრდილა სევდამ,
ჭიშკართან ველი, როგორც გამვლელ მგზავრს,
იქნებ შეყოვნდეს, თუნდ ერთი წამით,
და უკვდავების წყალი შემასვას.
რომ მერე აღარ ვიარო ალთას,
შემოვიარო ბაღი ედემის,
ვემთხვიო ნაზად ღვთიშობლის კალთას,
შევთხოვო მადლი არდაბერების.
რომ არ გაუცვდეს სიყვარულს ფერი,
გამოაცოცხლებს ქვასაც დანაშალს,
და თუნდაც მოვკვდე ამ გულის ძგერით,
სიცოცხლის წამი მექცეს თამაშად.





Sunday, January 23, 2022

ჩემი საზრდო შენა ხარ (სატრფიალო)

 ჩემი საზრდო შენა ხარ და ჩემი მუზაც,

სიკეთე და საოცნებო ნატვრისთვალი,

მიამატე შენი ცეცხლი ჩემს მუგუზალს,

რომ არ ჩაქრეს სიყვარულის ნაპერწკალი.

რომ ვიფრინო სამოთხეში, როგორც ჩიტმა,

შენ, ჩემს ადამს, ჩემი ლოცვა შეგეწევა,

გამიტაცოს დღენიადაგ შენზე ფიქრმა,

არასოდეს გიღალატებს შენი ევა.

,

 

გიყურებ და თვალს ვერა გწყვეტ, ჩემო კარგო,
ჩემი სულის მგალობელი შენ ხარ ჩიტი,
იმას ვფიქრობ, გაგახარო, რამე გარგო,
შენზე დარჩეს ლეგენდა და ზღაპარ-მითი.
სული შენი სპეტაკია, როგორც თოვლი,
სანატრელი ჩემთვის ხარ და საოცნებო,
დაგადგება ლამაზ თავზე ვარსკვლავთხომლი,
მთავარია, ყველაფერი ღმერთს ენებოს.





Saturday, January 22, 2022

შაირ-კაფიობა (ელგუჯა ციგროშვილი, ეკა ჯავახიშვილი, ნინო სპანდერაშვილი, დარეჯან ჯელაძე, გიგლა ჭინჭარაული, გელა ციგროშვილი, ნათელა ციგროშვილი, თამრიკო მგელაძე, ნელი აფციაური, ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია, ზურაბ პაპიაშვილი) ციკლიდან: „ჩემი საათი ცოტა წინ არი!“

 შაირ – კაფიობა (ელგუჯა ციგროშვილი, ეკა ჯავახიშვილი, ნინო სპანდერაშვილი, დარეჯან ჯელაძე, გიგლა ჭინჭარაული, გელა ციგროშვილი, ნათელა ციგროშვილი, თამრიკო მგელაძე, ნელი აფციაური, ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია, ზურაბ პაპიაშვილი)

ციკლიდან: „ჩემი საათი ცოტა წინ არი!“
სალაღობო
ჩემს თვალში ყველა ქალი ლამაზობთ,
გაქვთ ტკბილი ბაგე, თვალები მწველი...
ვინმემ რომ ვაშლი შემომთავაზოთ,~
ჩემი ცდუნება არ არის ძნელი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ.თესალონიკი, 02.08.2017 წელი
***********************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
არც ვის ცდუნება არაა ძნელი,
თან თუ ვაშლია ძალიან ტკბილი,
საკითხავია ერთი რამ მარტო,
თუ შეგრჩა ნეტა სავაშლე კბილი?
ეკა ჯავახიშვილი
**************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
ლოყაწითელა ვაშლისთვის,
კბილები გაიპრიალე,
თუ კი ვერ შევძლებ ცდუნებას,
ვაშლი ხომ გავაპიარე
ნინო სპანდერაშვილი
****************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
კაცის ცდუნებას რად უნდა ვაშლი,
ქალი ისეც ხომ კაცის ხვედრია,
ვაშლს ბევრა არ ჭამს, მაგრამ უარი?
ქალზე რომ ეთქვათ, არ შემხვედრია.
დარეჯან ჯელაძე
****************************************************
კაფიის პასუხად ეკას:
(ფშაურ კილოზე)
1.უფალო, ეხლა შენ შემეწიე,
გროვდება ცოდვა, – ახალი, ძველი...
მოდი, შენ შენი ვაშლით მეწვიე,
კბილის მოსინჯვა არაა ძნელი!
2.კაფიამ გული გამიხალისა,
გამომისწორდა უცებ გუნება,
კბილებიც ისე მოლესილი მაქვს,
ბევრ „ვაშლს“ მოუწევს ჩახრამუნება.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 8 მარტი, 2018 წელი
******************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
შენ თვალს ვერ ამოირიდებ,
არა გაქვს მაგის მიზანი,
მეშვიდე მცნება დაიცავ,
ხარ უცხო ქვეყნის ხიზანი,
რასაც ჩემ ბაღი დაისხამს,
მთელ ვაშლს მანდ გამაგიგზავნი.
გიგლა ჭინჭარაული
********************************************************
კაფიის პასუხად გიგლა ჭიჭარაულს!
ვაშლი კარგია, გორული,
რა უჭირს, იყოს კახური,
თუ ვირტუალურ სივრცეში
არაა გამოსახული.
ვერც ჯეჯელავას ვაშლები
გახდება გუჯას მიზანი.
რეალურ ქალთა ცდუნებას
ელის ელინთა ხიზანი.
ნინო სპანდერაშვილი
*********************************************************
კაფიის პასუხად ნინოს!
(ფშაურ კილოზე)
1.ვაშლის პიარიც საქმეა,
ბდღვრიალებს როგორც ყაყაჩო,
ეგ ნაღდად სამოთხურია,
კინაღამ ნერწყვმა დამახრჩო.
2.ადამი პირველი ცდუნდა,
ყველა კაცი ვართ შემდეგი...
თქვენ მაინც თქვენი ეცადეთ,
ცდას მუდამა აქვს შედეგი!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი, 8 მარტი, 2018 წელი
*********************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
ცდა ბედის მონახევრეა,
ყველა თავის ბედს თავად ქმნის,
გასავლელი გზის ნახევარს,
ვშიშობ, შედეგი გარდაქმნის.
ნინო სპანდერაშვილი
**********************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
ჩვენ ლექსი წამოვაფიფქეთ,
უცებ გვესროლე გუნდები
შენ რომ ვაშლ ჩაახრამუნებ,
სიცილით გავიგუდები.
ემანდ რომ მიწვევ დიდგულზე,
გაგიწყდა ძარღვი რიდისო.
ვაშლის მჭამელი ვაშლს კი არ
ეძახის, თვითონ მიდისო.
მაგ ,,ალესილი" კბილებით
ვერც შემექცევი ნახევარს,
სხვა უფრო მწიფე მონახე,
შენთვის ძალიან მკვახე ვარ.
არ მოგჭრა კბილი და ეგაც
არ გამიხადო სადარდი,
ნაყოფს შორიდან უყურე
და ვაშლის წვენზე გადადი.
ეკა ჯავახიშვილი
***************************************************************
კაფიის პასუხად ეკას!
(ფშაურ კილოზე)
1.შენი „სიმკვახე“, თავადო,
შენ კაფიასაც ეტყობა,
„სამოთხურ ცდუნება“ მსურდა,
ხელი იქაც არ მეწყობა.
2.მე „მკვახე“ ვაშლის შაჭმისა
არც შიში მაქვ და არც რიდი,
ადრეც მიჭამავ, გემოსთვი
ბლომად მარილსაც ვაყრიდი.
3.ეხლაც საკმაოდ შევიგრძენ,
„სიტკბო“ შენ მწარე ენისა,
ვფიქრობ, მომიწევს გასინჯვა,
მაგ „მკვახე ვაშლის“ წვენისა.
4.„შე მკვახევ“, ჭკვიანად იყავ,
არ დაგაყარო მარილი,
თორო ვერც ახლოურ გიშველს
და ვერც იმის „მზის არილი“.
5.მგელაძეც მეცა მგელივით,
მაგას კბენას რას დაუშლი...
ნერვებ საერთოდ არა აქვ
და მე საიდან აუშლი?
ელგუჯა ციგროშვილი
***********************************************************
კაფიის პასუხად გიგლა ჭინჭარაულს!
(ფშაურ კილოზე.)
1.ეკამ რო კბილებ მილექსა,
განა ჭორი და ცრუ არი,
არ გავიჩერე პირშია, –
კბილებ თქვენ მოსატყუარი;
2.ერთ ბაღ ვაშლს სულ მე მთავაზობ,
როგორ შაგკადრო უარი,
დიდ მადლობელიც დაგრჩები, –
შენ ბაღ ს ა მ ო თ ხ ე თუ არი;
3.თუ არა, ჩემიც ბევრი მაქვ
აზრები გაუფუარი...
უბრალო ვაშლებ, ჩემ მურგვალთ,
თავზე საყრელად სუ არი!
ელგუჯა ციგროშვილი
*******************************************************************
კაფიის პასუხად ნინოს!
(ფშაურ კილოზე)
1.ნინოს ენაცვლოს ძმობილი,
პასუხ მოგართვი გვიანი...
მე რომ ვიღაცა ვაცდუნო,
არა ვარ ეგრე ჭკვიანი;
2.სულ ვცდილობ, ჩემი მიზეზით,
არავინ ნახოს ზიანი,
მე სამოთხის ვაშლ რომც მამცენ, –
ნაღდად იქნება ჭიანი!
ელგუჯა ციგროშვილი
***********************************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
რას ატეხილხარ, შე კაცო,
რაღა დროს შენი ვაშლია,
გაბედულად რომ გაკოცონ,
სულ ნაწილებად დაგშლიან.
ემანდ ჭკვიანად იყავი,
ჭამე ფაფა და პავიდლო,
მარილს ვაშლს როცა აყრიდი
წავიდა უკვე მაგი დრო.
ეკა ჯავახიშვილი
*************************************************************************
კაფიის პასუხად ეკას!
(ფშაურ კილოზე)
1.მავნე ენა გაქვთ ქალებსა,
შენც იმათს მისდევ ჩვევასა,
ვატყობ ცოტაღა უკლია,
ქალავ შენ გადარევასა;
2.არც გულს ვუჩივი ლამაზო,
არც მაღალ – დაბალ წნევასა,
„შამცდარ“ ადამთან ბალღი ვარ,
თუ გინდა ჰკითხე ევასა.
3.ჩემ ასაკს ტყუილადა ჰკბენ,
ენას იჩლექ და სტიტინობ...
ხანდახან პასპორტს ჩაჰხედე,
აღუუუ, ნეკზე არ მიკბინო!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 9 მარტი, 2018 წელი
**********************************************************************
კაფიის პასუხად ელგუჯა ციგროშვილს!
კბილებ ნუ ამალესინებ,
საკბენი შენც გაქ ბლომადა,
თუმცა კი გაღიარებენ
,,ფრენდები", ლექსის ლომადა,
ბარელ მაინც ვერ მაჯობებ
გიწვევ ახლა მე ,,ომადა",
ვაშლის კი არა, მთლად ხილის
დაგაკარგინო რო მადა.
ეკა ჯავახიშვილი
*************************************************************************
კაფიის გაგრძელება, გუჯას!
ციბრუტივითა სტრიალებ,
შენ მარტო, ეგენ ბევრები...
რა ხდება, სუყველამ ერთად,
რად აიშალა ნერვები?!
თუმც ადამ – ევას მიზეზობთ,
მანდ სხვა რამ არი მთავარი,
,,გამოტყდით", აბა, – რა ხდება?!
ცეცხლი უკვამლოდ არ არი...
ხან მეშვიდე ცას უწიე,
ხან ზღვის პირამდე ეშვები...
გვიანღა ვხვდები, თბილისში,
რად დაილესე ეშვები?!
გელა ციგროშვილი
************************************************************************
კაფიის გაგრძელება, გელა ციგროშვილს!
აქამდე ჭამდა გორისას,
საღი იყო თუ ჭიანი,
მადა ჭამაში მოვიდა,
სხვას რას იტყოდა ჭკვიანი?!
მაინცა ვჭამო, ბარემო,
რაღა გორისო, სამოთხის,
ეგ ისე ჩიჩქნის ვაშლს თუ არ
გველს ვიცი, ნაღდად ამოთხრის.
ეკა ჯავახიშვილი
*****************************************************************************
კაფიის გაგრძელება, ელგუჯა ციგროშვილს!
რა ძალა გედგა, გუჯაო,
რად გაგვიშალე მუჭაო,
ჩუმად გეჭამა ეგ ვაშლი,
გორისა, თმახუჭუჭაო,
კომენტარების შამხედვარ,
თვალებს ვეღარა ხუჭავო.
თამრიკო მგელაძე
_________________________
კაფიის გაგრძელება, ეკას!
მარჯვედ ჩასაფრდი ეკაო.
დედა არ ტირის ფრთხილისა..
მე ის აზრ გამოვიტანე
დამკვეთი შენ ხარ ხილისა.
ფშაველი ყველგან ფშაველობს,
ბარში, მთასა და ველზედა...
მაგ გველის შხამი ვერ გასჭრის,
ჭეშმარიტ არაგველზედა...
რა კი ხალისით შეგხვდათ და
აჰყვა თქენ გამოწვევასა.
ასიც რომ გყავდეთ ადამი,
ცხვირწინ აგაცლით ევასა...
გელა ციგროშვილი
——————————————————
კაფიის გაგრძელება ეკას!
მანამდე გუჯა არა ჩანს,
მისი ვიქნები ვექილი..
თუნდ ბროწეული მიირთვას,
ეგეც ხო არი ხეხილი..
გზა სამოთხისკენ მძიმეა,
ციცაბო-კლაკნილ-ტეხილი..
თავისას ვმალავთ, სხვისა სჯობ,
ცოდვები გამოტეხილი..
ეკავ, ეკო ხარ თუ ევა,
ბაღისკენ მოდის კვალია.
თამროც მხარს გიჭერს, დობილი
ან რა აქვ დასამალია
შენს ადამზედაც იფიქრე,
კარგად შაავლე თვალია..
,,ექვსი არ ქონდეს თითი და
კისერზე დიდი ხალია''...
გელა ციგროშვილი
*********************************************************************************
კაფიის პასუხად გელას!
გელა მაგ აზრებს შეეშვი
ეშმაკურებს და მაცდურებს,
ოღონდ ,,სამოთხე" ეწეროს,
გუჯას ატამიც აცდუნებს.
ე გველიც ისე მაშინებს,
ხსენებაზეც მჭირს ,,აშლები",
შანსი არაა მაგისთვის,
რომ დამეკვეთა ვაშლები.
საეჭვოდა დუმს, არ მამწონს
პასუხს არ გვიწერს მალითა,
ეტყობა უკვე ბაღშია,
შესაქცევს სწონის თვალითა.
ერთით რას დაყაბულდება,
ჭამა მოუწევს სამ-ოთხის,
გაძღეს, იქნება კარები
აღარ გაუღონ სამოთხის.
ეკა ჯავახიშვილი
ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია ეკა ჯავახიშვილს!
ეკოს შაირიც უხდება,
ტუჩზე წითელი პომადაც,
ვიდრე, გული არ შაუწუხდება,
თათხოს კაცების მოდგმა და,
განაღა გამიკვირდება
სხვის მერე, მე თუ მომადგა...
ავტ. ბესიკ ზაალიშვილი-გურჯია
-------------------------------------------------------
დაგვიანებული კაფია გელას და ეკას!
(ფშაურ კილოზე)
1.„სამოთხის პარადი მიჰყავს“
ჯავახიაანთ ეკოსა...
აპირებს ადამის დარად
ელგუჯაც გამორეკოსა.
2.ის არ სჭამს, ეს მიზეზს ეძებს,
ლამის ჯოხიცა რეკოსა,
ნეტაი ძველი ცოდვები
მაინც არ ამოქექოსა.
3.გუჯა მარტოკა არ არი,
გელაი ჰყავის ვექილი,
თუმცა „სამოთხის თემებში“,
არ არის გამოქექილი.
4.აქ „გურჯის“ კაფიაც ვნახე,
ვერც იმას უშველს სიგურჯე...
ილოცოს, იმის სახესაც
რომ არ დაეტყოს სილურჯე.
5.ღმერთმა არა ქნას, რომ ეკამ
მოთმენის ძაფი გაწყვიტოს
და ბესოც ჭრელი კნუტივით
კედელზე შამააწყვიტოს.
6.მაგას ეგენი არ უჭირს,
ბებოც ხომ „პოლზე“ გაშალა“...
რა ექნა, იმ კუდიანმა
გოგო ნერვებზე აშალა.
7.ბებომაც ჭკუა ისწავლა,
წელსაც კარგა ხანს ითრევდა...
და ზავის ნიშნად მას მერე,
სულ თეთრ ცხვირსახოცს იქნევდა.
ელგუჯა ციგროშვილი
11.03.2018 წელი
---------------------------------------------
გუჯას ნათელა ციგროშვილისგან:
სიყვარულს „ევა“ დავარქვათ,
ვინ რას გაიგებს, ნეტარა,
თუ ვაშლს ვერ შეჭამ, ძამიკო,
არ დაიქცევა ქვეყანა.
ავტ. ნათელა ციგროშვილი
-------------------------------------------------------
კაფიის პასუხად ნათელას:
(ფშაურ კილოზე.)
ეს ჩემი ძმისწული ნახეთ,
ამასაც მუზა აშლია...
რად არ დასდგები ნათელავ,
რაღა დროს შენი ვაშლია?!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი
-------------------------------------------
ნათელა ციგროშვილისგან ელგუჯას!
შენ გეხმარები, ელგუჯავ,
არ შეგაცდინოს „ევამა“,
იქნება დარჩენა გიჯობს,
რად არ ჩუმდები ნეტავა?!
იქნება ვაშლ ვერ ჩაკბიჩოს,
„მიქსერის“ ძებნა დავიწყე,
სასწრაფოდ გამამისტუმრე,
მეც ხვეწნას აღარ დაგიწყებ.
ნათელა ციგროშვილი
--------------------------------------
ნელი აფციაური ელგუჯა ციგროშვილს!
ღმერთმა აცხონოს ვახუშტი.
გაგიპიარათ კაფია.
მამა-პაპათგან გენებში
ჩაბუდებული მაქცია.
საზღვრებიც ვეღარას გაკლებთ
ნიჭიერებ ხართ ფშავლები.
ისედაც ენა გრძელებსა,
სულ დაგიგრძელათ ენები.
ავტ. ნელი აფციაური
-----------------------------------------
ელგუჯა ციგროშვილი ნელი აფციაურს!
კაფიის პასუხად
( ,, ხევსურო, ხმალი გალაღებს,
ფშაველო — ენა გძელიო"...)
ვახუშტი რა შუაშია,
მოლექსისა გვაქვ გენები,
ძველ ხალხურ ლექსიც ამოწმებს,
ფშავლებს გძელი აქვ ენები...
მოკლეთი ვის შავასმინოთ,
სიტყვა გძლად მოსახსენები?
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი, 7. 03. 2021 წელი
———————————————————
ზურაბ პაპიაშვილი გუჯას!
გუჯავ! თავნება ფშაველო,
მარჯვედ "გისვრია" კაფია,
ევათა გულში უღრანნი,
ენის ხმლით გაგიკაფია.
არც მათ დაგაკლეს სათქმელი,
უმალვე სცადეს ცთუნება,
მოგემატება საქმნელი,
შენიც იქნება, თუ ნება...
არ მოგერიდოს, ძმები ვართ,
თუ კი დაგჭირდეს მაშველი,
ერთ-ორ ვაშლს მეც კბილს გავკრავდი,
თუ მიწილადებ... მაშ, ველი!
————————————
ეკა ჯავახიშვილი გუჯას და ზურაბ პაპიაშვილს!
ბაღს ცალი თვალი შევავლე
ვაშლი ვერ ვნახე მთელიო
მიეშვნენ თავის ნებაზე
ჰერეთელ-არაგველიო,
დაურბევიათ სამოთხე,
ტყე გეგონება ველიო.
ე, რა მივქარე, ცახცახებს
შიშით სოროში გველიო.
ეკა ჯავახიშვილი
------------------------------------------------
ზურაბ პაპიაშვილი ელგუჯა ციგროშვილს!
ვხედავ განახლდა "სეზონი"
გუჯავ, პირბადეაკრულო!
დაურბევია ეზონი
"ევას", მისგან "კბილგაკრულო".
ჩანს ბევრის ნატვრა ახდება,
ოცნებით იწვის, მარტივით...
სამოთხის ბაღში რა ხდება:
ვაშლიც უბერავს მარტივით.
---------------------------------------
ელგუჯა ციგროშვილი ზურაბ პაპიაშვილს!
კაფიის პასუხად
ზურაბ პაპიაშვილს !
(ფშაურ კილოზე)
1. ,, აი, ზურაბიც მოვიდა",
( ფრაზას ვისესხებ კინოდან...)
ქართულ კულტურის დესპანი, —
ძირძველი საინგილოდან.
2. მოგვიხველ ,,პიროფლიანი“,
ნაბრძოლი ,,მუზის ნაჟურში"...
ნეტავი რა დაგიწუნეს,
რად ვერ მოუხველ,,აჟურში?“
3. თან წაუშლიხარ ჯგუფიდან,
უბრად, უმთვარო ღამეში,
ალბათ, ფეხი თუ ჩაუდგი,
,,ნაჟურის" სიკამკამეში.
4. სამოთხის ამბებს ჰკითხულობ,
ორმაგ პირბადეაკრულო,
გველს მაინც ვერ გააბრიყვებ, –
თუნდა უმღერო ,,ჩაკრულო!"
5. მაგ პირბადისაც არა სწამს,
სიბრძნე აქვს, გველი — გველია...
იცის, რომ წამსვე მოიძრობ,
ხილს თუ მიგიწვდა ხელია.
6. არც იოცნებო, შიგ შესვლა,
ფიქრით არ იღრძო ტვინია,
ვაშლი ჯერ ეხლა აყვავდა,
მთელ ბაღშიც ,,კარანტინია!"
7. შოვნა არ გაგიჭირდება,
ჯერ კარგად გიჭრის ეგ ენა,
ბაზარ — მარკეტში მოგიწევს,
საკბილო ვაშლის შეძენა.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 12. 03. 2021 წელი
---------------------------------------
კაფიის პასუხად. ელგუჯა ციგროშვილს!
(არც მთლად ფშავურ კილოზე)
გამკვირვებია ფშაველო,
მოქნევა აგრე ენისა,
სად ვიყავ, რა გავიოფლე,
ამის თქმა რაში გშვენისა?
ჩემი წამშლელი, ძმობილო,
დედისგან ჯერ არ შობილა,
თუ კაცი ზურგში მახვილს მცემს,
დიაცს ეკედლოს დობილად!
მე დანდობილად გეახელ,
გულღიად გტყორცნე კაფია,
რაღაც "ფარცაგი" შეგატყვე,
ხმა დამახვედრე ხაფია...
არ გაკადრებდი, თავად თქვი,
პირბადე მაქვსო აკრული,
ნიშნისმოგებას ემსგავსა
შენი, ირიბად გაკრული.
ტყუილად მსახავ, მე არ ვარ
გამბრიყვებელი გველისა,
რა იცი, ეგებ თავად სურს,
მნატრობს და იქეთ მელისა?
ნუ სწუხხარ, ან რად გაღელვებს,
შენ ასე ბედი გველისა?
ეშმაკობითა მელისა,
თავად წყვეტს, ვის რა გველისა...
ჩემი ოცნების მე ვიცი,
ამ ტვინს ნუ დარდობ შენაო,
იფრთხილე, ენამზეობით
ემანდ არ იღრძო ენაო.
მირჩიე სხვაგან მეძია,
„ბაზარ — მარკეტიც" მანიშნე,
თითქოს არათითს გიმშვენებს
ევას ბეჭედი, სანიშნე...
ბაღს ისე გადაეფარე,
სამოთხე შენი გგონია,
ვაშლი მისია, ვინც მოწყვეტს,
ნუთუ არ გაგიგონია?
ავტ. ზურაბ პაპიაშვილი
--------------------------------------
ნელი აფციაური ელგუჯა ციგროშვილს!
ღმერთმა აცხონოს ვახუშტი.
გაგიპიარათ კაფია.
მამა-პაპათგან გენებში
ჩაბუდებული მაქცია.
საზღვრებიც ვეღარას გაკლებთ
ნიჭიერებ ხართ ფშავლები.
ისედაც ენა გრძელებსა,
სულ დაგიგრძელათ ენები.
ავტ. ნელი აფციაური
-----------------------------------------
ელგუჯა ციგროშვილი ნელი აფციაურს!
კაფიის პასუხად
( ,, ხევსურო, ხმალი გალაღებს,
ფშაველო — ენა გძელიო"...)
ვახუშტი რა შუაშია,
მოლექსისა გვაქვ გენები,
ძველ ხალხურ ლექსიც ამოწმებს,
ფშავლებს გძელი აქვ ენები...
მოკლეთი ვის შავასმინოთ,
სიტყვა გძლად მოსახსენები?
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი, 7. 03. 2021 წელი
———————————————————
ეკა ჯავახიშვილი გუჯას!
რა ხდება გუჯა შენ ბაღში,
ვერ მოგიკითხე რა ხანი,
ძველ ,,ვაშლებ" ახრამუნებ თუ
სხვები ,,დაისხა' ახალი?
აქ ჩიტებ მოაქვთ ამბები
ამრევ დამრევი ტვინშია,
გუჯა წელს დარჩა უვაშლოდ,
გველი ზის კარანტინშია.
ავტ. ეკა ჯავახიშვილი
_________________________
კაფიის პასუხად
ეკო ჯავახიშვილს!
( ფშაურ კილოზე .)
1. სადა ხარ, თავადის ქალო,
ბედისას ვიწყებ გმობასა,
არც მწერ, არც მეხმიანები,
რად მაჩვევ უშენობასა?!
2. ,,ჩიტებს ამბები მოაქვსო"...
რად რა რა მიბნევ ტვინსაო,
სამოთხის ბაღში რა უნდა —
მიწიერ ,,კარანტინსაო?! "
3. არავინა ჩანს, დაიხსნას
მსოფლიო, გასაჭირიდან...
ნეტაი რა მევაშლება, —
ნიღაბს ვერ ვიხსნი პირიდან.
4. ბევრში შემძვრალა სატანა, —
ვირუსს, ვირუსზე აჩენენ...
ღმერთი თუ არ ჩაერია,
კოცნასაც გადაგვაჩვევენ!
5. იმედს არავინ იძლევა,
წამოაგდებენ როს ენას, —
გველის მოსმენა სჯობია,
ტელევიზორის მოსმენას .
6. ,,ორმაგ ნიღაბი იხმარე!" —
დიქტორ მაძალებს ამასა...
გ ვ ე ლ ი სულ ვაშლებს გვირჩევდა,
თან გვაძალებდა ჭ ა მ ა ს ა!!!
7. თუ ,,გ ვ ე ლ ი " ,,კარანტინშია", —
მეორედ მოსვლას მაგონებს...
ცეცხლგამძლე ,,მასკა" სჭირდებათ,
შენფერ, — ,,პირცეცხლა" დ რ ა კ ო ნ ე ბ ს!"
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 12. 03. 2021წელი
-------------------------------------------