მე ისევ გელი, სულში ტკივილად
ჩამსახლებია თითქოს დემონი,
ამ ჩემს ტკივილებს სიმწარე ახლავს
გრანელისა და გალაკტიონის.
,,იისფერ თოვლის" ველი ნათებას
და გარდმოსახვას ზეციდან უფლის,
არ იყოს, ჩემო, მერე გვიანი,
ვეღარ გავუძელ ამ ტანჯვას თუკი.
თუკი ველებზე მიაქვს ქარაშოტს
ის ყვავილები, მე რომ მინდოდა,
ცხოვრებამ თუ ვერ გამოგიმეტა
და მეძახიან საიქიოდან.
და როგორც ოდინს, არ მღლის ლოდინი,
შენკენ მზირალი თვალი მტკიოდა,
მე მოვდიოდი გალაქტიკიდან,
შენი დანახვა, სხვა რა მინდოდა?!
1.10.2022წელი
,
.
.
No comments:
Post a Comment