Friday, January 14, 2022

შემომაბევრდა (პატრიოტული)

შემომაბევრდა, ვფიქრობ, წლები ნასათუთარი,
ბრძოლის და ვნების ქვეყნისათვის შემიცოტავდა,
ჩემო სამშობლოვ, დაგიგდია კავი, გუთანი
და სამათხოვროდ გაგიწვდია ხელი უფალთან.
შენი შვილები მოსდებიან სხვა ქვეყნის კიდეთ,
არავინ რჩება მწედ და მეოხ ქართულ ვაზისა,
შენ რაც ქრისტესთვის შენი მხრებით ლოდები ზიდე,
ცამდე ასული ცოდვის ტალღამ ქვესქნელს ჩაძირა.
მაია დიაკონიძე
14.01.2022წელი

No comments:

Post a Comment