შენ არასდროს არ იქნები გაფიქრება,
შენ ფიქრი ხარ იალბუზის, თეთნულდის,
შენ არასდროს არ იქნები გაელვება,
ელვა ხარ და დამინაცრე სხეული.
შენ არასდროს არ იქნები ცელქი სიო,
გრიგალი ხარ ვნების, თავაწყვეტილი,
ჩემთან იყო, ახლაც მხოლოდ ამას ვცდილობ,
რომ არ დარჩეს სიმღერა შეწყვეტილი.
No comments:
Post a Comment