ვიღას სჭირდება ჩვენი ლექსები,
ან ვის სჭირდება ეს პოეზია,
ახლა პოეტებს ქვებს თუ ესვრიან,
გონს დასწყებია ანორექსია.
მოაზროვნეებს თვლიან გიჟებად,
სალვადორ დალის გიგანტურ მერცხლად
და ფიროსმანის "ძაღლი", "დუქანი"
გაუყიდიათ 30 ვერცხლად.
სადღაც ვიღაცას შია და სცივა,
ვიღაცა ირგებს ანდატრის ბეწვსაც,
უსამართლობა მიწაზე ჰყვავის,
და არ მიტოვებს ეს მცირე ეჭვსაც.
10.01. 2022წელი
No comments:
Post a Comment