Wednesday, January 19, 2022

მოდი! (სატრფიალო)

 მოდი, რომ ღამე გავათიოთ ჩვენი ოცნების,

და შენ გახდები ამ ძვირფასი განძის მფლობელი,

შენი იქნება მარგალიტი, ლალი, ძოწები,

სამოთხის კართან ერთგულებით დაგელოდები.

და ცეცხლის გიზგიზს ავაყოლებ ჩემს თვალთა მზერას,

ბუხართან შეშის ტკრციალსა და ალში ვიწვები,

მოდი და შენაც მომიტანე ქარიშხლის ვნება,

მოდი, ჩემს მკერდზე ააყვავე ნაზი ტიტები.





No comments:

Post a Comment