Friday, January 7, 2022

შორენასა და უტას სატრფიალო გაბაასება (ფხოურ კილოზე), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, პასუხი: მაია დიაკონიძე

 

შორენასა  და  უტას

სატრფიალო  გაბაასება

(ფხოურ  კილოზე)

 1. შ ო რ ე ნ ა ვ!  ჩემად  გიგულვე,

მკლავს  შენთან  ყოფნის  სურვილი...

მკერდი  მამაყრდენ, დაგიცხრო,

ნეტარ  ვნებათა წყურვილი.

 2. მხოლოდ  უ ტ ა ა, ვინც  იცის,

მაგ  შენი   გულის  ტკივილი,

სხვას  გული არ გადაუხსნა,

აღარას  გარგებს ჩივილი.

 3. ვ ა რ დ ი ს   მოწყვეტა ყველას  სურს,

გულს  ნუ  დაიწყვეტ ამაზე...

ეგ  შენი  ბ ე დ ი ს წ ე რ ა ა,

ბევრი  მ ტ ე რ ი  გყავთ  ლ ა მ ა ზ ე ბ ს!

 

ელგუჯა  ციგროშვილი

ქ . თესალონიკი,  6. 01. 2022 წელი


შორენას უტასთან გაბაასება!
(ხალხურ მოტივებზე)
უტავ, შენ იცი კარგადა,
თავით ფეხამდე შენი ვარ,
შენი რომა მკლავს სურვილი,
მცხეთასაც იმად ვწვევივარ.
რა მიჯობს შენთან ალერსსა,
მკერდსაც მოგაყრდნობ სიამით,
შენი ტუჩიდან ვნებებსაც
შავსვამდი სავსე ფიალით,
მაგრამ სამყარომ ჩემთვისა
შენ ხომ ვერ გამოგიმეტა,
შენ აგირჩია უფალმა
სვეტიცხოველის იმედად,
დიდოსტატი ხარ, იმაზე
ატარებ დარდს და ფიქრებსა.
გიყვარვარ, ვიცი, თავადაც
შენ სიყვარული მიტევსა,
თავთუხის ველზე შამომხვდი,
გული იქითკენ მიწევსა...
თავზე დაგაყრი ყაყაჩოს,
გულად დიდი მზე მიძევსა,
ისეთ ცეცხლს შამოგინთებდი,
ქვას აანთებდა ძიძველსა.
მაგრამ ვაი, რომ სხვისა ხარ,
ამაზე ფიქრებ მიწვევსა,
სვეტიცხოველის ცად ამყვან
იქ დაიმკვიდრებ დიდებას.
ლამაზობა კი ამქვეყნად
როდი ყოფილა ადვილი,
ვაი, თუ ქარაფზე ვნახო,
ჩემი ბინა და ადგილი.
მაია დიაკონიძე
8.01.2022წელი
შეიძლება იყოს 2 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება

No comments:

Post a Comment