გვიყვარდეს მამა, თუნდ ვიცოდეთ, არ ესმის ჩვენი,
ხანაც გვგონია, მის გულში ხომ ყინვის ლოდია,
მაგრამ ზამთარიც გაზაფხულის შემოსვლას ელის,
იმ გულიდანაც სიყვარულის ცრემლნი მოდიან.
გვიყვარდეს მამა, გინდაც ჩუმი, გინდაც აშარი,
არავინ იცის, ცხოვრების გზა, რაც მან იარა,
იქნება დარჩა სადმე ძარღვში, იარა, წყლული,
როცა ქვეყნისათვის გამალებით ლესდა იარაღს.
გვიყვარდეს მამა, გმირი არის უბრალო გლეხიც,
ჩასჭიდებია გუთანსა და მისდევს იალაღს,
რომ დააპუროს თავის შრომით თავისი ერი,
ზოგიც კი სადღაც გაჰყოლია გზაზე ლიანდაგს.
გვიყვარდეს მამა, ახლოს არის, თუ სადმე შორად,
ნუ ვიფიქრებთ, რომ გვიღალატა, ჩავრთოთ გუმანი,
იქნებ კიდევაც უფრო დარდობს ის ერთი-ორად,
რომ როცა გვნახა, ჩვენი სისხლი ვეღარ ვიცანით.
გვიყვარდეს მამა, გამობრძმედილთ დიდ სიყვარულში,
ვერ დაგვამარცხებს ვერც სიბნელე, შავი ბურანი,
სიკეთისმარცვლებმომწყვდეულნი მტევნებში, მუჭში,
ჩვენც ვიგრძნობთ, მამებს, როგორ ვწამდით, როგორ ვუყვარდით..
გვიყვარდეს მამა! (დღეს ძალიან მომინდა მამებისთვის ლექსი მიმეძღვნა, ცოტა დამუშავებას კი მოითხოვს)
No comments:
Post a Comment