დრონი მეფობენ!
1. შემოეძარცვა ჩემს
ვარდს ფურცლები,
აღარც ბულბული მატკბობს
გალობით,
თვალ და ხელ შუა გადიან წლები, —
გაჯერებულნი ცოდვა-წყალობით.
2. „დრონი მეფობენ!“—
უთქვამთ წინაპრებს,
თურმე მეფენი ვერა მეფობდნენ...
დღეს მე ვუყვები ბალღებს
იმ ზღაპრებს, —
ბალღობაში რომ მე მიყვებოდნენ.
P.S. „დრონი მეფობენ, —
არა მეფენი“
და მიხარია: ხალხია
ბრძენი!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი,
18.06.2015 წელი
No comments:
Post a Comment