მთელი ცხოვრება ვეძებდი ყვავილს,
ალისფერს, ლამაზს, როგორც ზღაპარში,
კალენდრის ფურცლებს მიგლეჯდა ქარი,
არ მაბარებდა თავის ანგარიშს.
დღეები დღეებს მისდევდა სევდით,
წლებმა კი წლები შეჭამეს უზმოდ,
უცებ შევნიშნე ყვავილი ფერხთით,
ისიც მიცქერდა ეჭვით და უნდოდ.
მოვწვიტე, დარდი სულ მოვიცილე, -
განათდა ირგვლივ მთელი გარემო...
თუმც, პატარაა, თვალისთვის მცირე,
იქნება მისით ცასაც გავენდო.
No comments:
Post a Comment