1. თუ ამაყი ვარ, ჩემო მზექალ,
მე ვარ შენგანა,
გულის თვალებით რომ
მანახე
მთელი ქვეყანა.
2. მეძახონ ხარბი, თუ ეს გული
დაგითავისებს,
ერთად შევხვდებით ზამთარ-ზაფხულს,
დაის-აისებს.
3. წაგიყვან მთაში, რძისფერ
ნისლებს
შეგასმევ თასით,
ამნაირ განცდას ვერ
იყიდი,
ვერა-რა ფასით.
4. შემომეჭდობა ყელ-კისერზე
შენი ხელები, —
ულამაზესი მთის ყვაილთა
ღ ა რ ა დ ე ლ ე ბ ი
!
5. ეფინებოდეს არე-მარეს
ყვაილთ სურნელი...
ტკბილად მტკიოდეს შენი
ნდომა —
გ ა ნ უ კ უ რ ნ ე ლ
ი !
6. დილის ნამივით მოვხვრეპ კოცნებს
შენი ბაგიდან,
მერე... ინატრე, შეგისრულებ,
—
მითხარ, რა გინდა?
No comments:
Post a Comment