სულში როდესაც მიდგას დარდები
და იმედის შუქს თანდათან მიქრობს,
მაშინ შენ ერთი მომელანდები,
ჩემი ცხოვრების ლამაზო ფიქრო!
წუთისოფელი შუქ-ჩრდილი არის,
ხან ვდგავართ ბნელში, ხან მზე გვანათებს...
თუ შენ გარგუნეს წყვდიადი ღამის,
ბედი სინათლეს მეც ნუ მანახებს.
მაია დიაკონიძე
21.09.2021წ.
No comments:
Post a Comment