მე შენ გეძებდი, სიზმარშიაც მესიზმრებოდი,
მაგრამ ვერ იქნა, ვერ ავხსენი ჩემი სიზმარი,
მთვარეში, ბინდში, ვარსკვლავებში ლანდად კრთებოდი,
ეს შენ იყავი ჩემი მზე და დასფიცარი..
და როცა ერთხელ მე მივიღე შენგან უსტარი,
განმტკიცებული მეგობრობის საუფლო ფიცით,
დასახმარებლად მოდიოდი შენ ამირანი,
რომ გამოგეხსენ დიდ გმირს დევების ციხით.
რაღაცა ძალამ სულში სითბო თასით ჩაღვარა,
და ეს სხეული გაყინული სხივით გამითბო,
და სიყვარული შემოვიდა სულში თამამად,
გზააბნეული აქამდე რომ სადღაც გზად იყო.
No comments:
Post a Comment