Friday, April 26, 2024

,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი" (გალაკტიონს)

,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი"
რომ ვეღარსით დაგლანდე,
ცისკენ გადავდგი ბიჯი,
თავი ამოვყავ ,,დალანდზე",
,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი".
ხან ვარსკვლავთვალებს შევეხე,
ვერ რა ვუპოვე ხინჯი,
სამოთხის კარი შეავაღე,
,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი".
იქაც რომ ვეღარ გიპოვე,
ჩემ თავს შევხედე იჭვით,
თუ სიყვარულს ვერ მიაგენ,
არაფრისა გაქვს ნიჭი.
მიწაზე როცა დავბრუნდი,
პირი დავიტკბე ფიჭით,
უკვდავების წყალს მივაგენ,
,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!"
მაია დიაკონიძე
25.04.2024 წელი

Thursday, April 25, 2024

დედამზევ!

დედამზევ!
დედამზევ, შენად გვიგულე,
ჩამოგფარვია ღრუბელი,
ოღონდაც დღეს გვიერთგულე,
როცა სისხლსა გვწოვს წურბელი.
ცილს დაგწამებენ, გეტყვიან,
,,ცუდი ყოფილხარ მშობელი,
თუ შვილებს ვერ უპატრონე!"
აღარ გელევა მგმობელი...
თვალები ფართოდ გააღე,
კარგს დაგიმადლის მესია,
თორემ ამ კუთხე - ალაგეს,
კალია შემოესია.
მაია დიაკონიძე
25.04.2025წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, მოღიმარი and ძვირფასეულობა გამოსახულება
ყველა რეაქცია:
თეა ხასაია, Bela Alania და 24 სხვა პიროვნება

Wednesday, April 24, 2024

წერილი ძმას!

წერილი ძმას!
შენი შვილი იტყვის ,,strasse",
ჩემი შვილი იტყვის ,,ქუჩა",
შენ ამაყობ ვიცი ძალზე,
მაგრამ დედას რაღა ვუთხრა...
რომ დააწყდა თვალი ცქერით,
იხვეწება თითქოს მუნჯად,
სულ მუდამ რომ აქეთ გელით,
თქვენი ნახვა ძლიერ უნდა.
შენი შვილი იტყვის ,,strasse",
ჩემი შვილი იტყვის ,,ქუჩა",
შენ ამაყობ ვიცი ძალზე,
მაგრამ დედას რაღა ვუთხრა...
იქნებ ისე დაიმარხოს,
ბადიშები ვეღარ ნახოს,
აყვავილდა ჩვენი ქუჩა,
გელოდები, ძმაო, უჩა!
მაია დიაკონიძე
23.04.2024 წელი

ვითომ სახუმარო

 ვითომ სახუმარო

ქალი ამბობს: ,,კაცი ვარო",
გადასულა მუშტი-კრივზე,
კაცი კიდევ ტუჩსაცხს ხმარობს,
ქალი ქალებს ებრძვის რინგზე.
ასე ჭკუას ეღალატოს?!
რაღაც-რაღაც ვერ გვაქვს რიგზე!
მაია დიაკონიძე
23.04. 2024 წელი

Monday, April 22, 2024

სიტყვა

სიტყვა
მგონი თევზად უნდა ვიქცე,
თუ არ მოსწონთ ჩემი სიტყვა,
თორემ რაც მაქვს მგონი სიგრძე,
განი მომცემენ, ისე მირტყან.
თუ კი აზრი ვერ გამოთქვი,
მაშინ სიტყვის რაა ფასი,
არა მჯერა იმ სამოთხის,
რომ მაჯერებს კაცი ფარსი.
მაია დიაკონიძე
21.04.2024 წელი

სახუმარო

ლექსის წერა რომ მდომოდა,

ნიუნსია პაწია,

მარჯვენა ხელით დავწერდი,

ვაჟო, განა ვარ ცაცია?

კიც ცხელა ნამეტანია, 

ლექსისთვის ვიღას სცალია,

მარაო ხელში მიჭირავს,

ხელიდან ვეღარ მაცლიან.


რომ არ მინდა ლექსის წერა, მაგაშია საქმე,

ალბათ უკვე ბედისწერით, მუზაც შევიცვალე.


კაფიობა: გელა და ელგუჯა ციგროშვილები

ანას
/ფშაურ კილოზე/
ჭკვიანი გვყევხარ,-- ანაო,
პაპა გიწონებს ქცევასა..
ასი ათასჯერ სჯობიხარ,
ჩვენს დიდ წინაპარს,-- ევასა..

მუდამ სიფრთხილე სჯობია,
ბოლოს მუშტების ქნევასა..
დროა ახალი მძახლები
იკონტროლებდნენ წნევასა...
😁😁💕💕

პატ. შენი ძია--პაპა
გელა ციგროშვილი
23.08.19.

========================================== ექსპრომტად
ანა~ბაიას და გელა~„ძია~პაპას.“
სურათის კომენტარად.
(ფშაურ კილოზე.)

1.გელავ,მძახლებზე ნუ სდარდობ,
დროა,ლესავდე დანასა,
ნურასდროს ნუ დაივიწყებ
ბიბლიურ ანაბანასა.
2.მე გველი მუდამ მაგონებს~
ეშმაკსა და სატანასა,
გააფრთხილოდი ზურაი,
ეხლა ერიდოს ანასა.
3.ყველას გაფრთხილებთ,მიტომ ვარ
ლაოკოონის მე რანგში...
იქნებ ეგ გველი „ვაშლს“ მალავს
თავის მოხატულ პერანგში.
4.ეხლა ზურაც რომ გამოჩნდეს,
საქმე მოხდება მანდ ავი,
ვფრთხილობ,რომ არ განმეორდეს,
სამოთხის ბაღის ამბავი.

ელგუჯა ციგროშვილი.(გუჯა „ძია~პაპა.“)
ქ.თესალონიკი. 24.08.2019 წელი.

==============================
პასუხად..გუჯას

ხურჯინში დაიმარაგე,
რითმები გაუხარჯავი,..
მულებს სჭირდებათ ხერხები,
რძლების გამოსაკვანძავი..😄😄

,,ხო იცი წინა კაც როა,
უკანა კაცის ხიდადა"
შიში არც ზურამ არ იცის
ეგ არ ადარდებს დიდადა..

მეუღლეც ანას ჯუფთია,
ვიცი ჯერ თვითონ სცდიდა, და..😁😁
თვით ზურა იღებს ამ სურათს,
ანაც მიტოა მშვიდადა...💕💕
გელა.
23.08.19წ

==================================

კაფიის პასუხად გელას.
(ფშაურ კილოზე.)

1.,,არ ტირის ფრთხილის დედაო",~
რამდენი რამის მთქმელია...
გველმა რაც ერთხელ ,,იგველა"
მრავალათასი წელია,

2. მე მაინც სიფრთხილეს გირჩევთ,~
ეს სიბრძნე ძველისძველია:
,,გველმა თუნდ კანი იცვალოს,
მუდამ დარჩება გველია!"

ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 25.08.2019 წელი.

 ხელიდან ხელში გადადის მთვარე,

ერთურთს აწვდიან მთები ლანგარზე,
ჩაეცინება მდინარეს მწარედ,
მის გულზე ტოვებს მხოლოდ ანარეკლს.
მაია დიაკონიძე
21. 04. 2024 წელი

Saturday, April 20, 2024

ქალის ჭკუა (ესსე)

 ქალის ჭკუა

სულ მაინტერესებდა, რაში მდგომარეობს ქალის ჭკუა?! ბევრი, ჩემი გაგებით, ჭკვიანი და ლამაზი ქალი მინახავს ოჯახში დაჩაგრული, მიწასთან გასწორებული, ლაფში ამოსვრილი, ნაღალატარი, თანაც მათზე შეუხედავ, ულამაზო ქალებთან. ყველაფერს ითმენენ. ერთხელ მახსოვს, ერთ ქალს ვკითხე, როგორ შეგიძლია, ეს ყველაფერი აიტანო მეთქი. მიპასუხა: იმ დროს ვფიქრობ, რომ ექიმი ავადმყოფზე არ უნდა გაბრაზდეს და ვმშვიდდებიო. რამდენ არაფრით გამორჩეულ ქალს კიდევ ხელში აყვანილს დაატარებენ, ვარდ-ყვავი;ლს არ აკლებენ.
სად მარხია ძაღლის თავი?! ახლა ვხვდები, რომ იმათ ექცევიან კარგად, ვინც უყვართ. და არა აქვს მნიშვნელობა: ლამაზი ხარ თუ ნაკლებად ლამაზი, განათლებული თუ გაუნათლებელი, ჭკვიანი თუ სულელი, მთავარია უყვარდეთ. ტყუილად არ უთქვამთ, ვისაც ვინ უყვარს, იმისი ლამაზიც ის არისო.
ქალებო, გისურვებთ ბედნიერებას, თქვენ ამას იმსახურებთ!

მედეა (საბავშვო ლექსი)

 მედეა

- ჩემია და ჩემია, - გაიძახის მედეა,
ჩასაცმელი ბევრი აქვს, სახლში აღარ ეტევა,
- უწილადე მეგობრებს, რაღად გინდა ამდენი?!
გამოივსო კარადა ქუდებით და კაბებით! -
მედეას კი არ ესმის თითქოს ბებოს ნათქვამი,
თავს იწონებს ქუჩაში ქუდით ძალზე ახალით,
ერთხელ ქარი მოფრინდა, შემოაღო კარები,
სულ ქუჩაში გაფინა ქუდები და კაბები.
მაია დიაკონიძე
23.07.2018 წელი

ხეო სიცოცხლის! (ხალხურ მოტივებზე)

ხეო სიცოცხლის!
(ხალხურ მოტივებზე)
- ბანს მოგცემ, - ასე მითხარი,
სადაა შენი პასუხი,
თუ მეტყვის, ნეტავ, მკითხავი,
ვისი გეხვევა მარწუხი.
ვინ გიმტრო-დაგიჯაბანა,
რომ არ დასჭირდა არც ცული,
ნეტავ, თოკებს ვინ აბამდა,
ქსელში ხარ ამოხლართული.
წამოდექ, ხეო სიცოცხლის,
მძლავრ შეიბერტყე ტანია,
გვერდზე ჩაგიდის იორი,
მან მოგცეს მთების ბანია.
მეც ბედნიერი ვიქნები,
შენი აღდგომით მკვრდრეთითა,
ნისლით გავივსოთ ჭიქები,
დავძღეთ სიცოცხლის ქებითა.
მაია დიაკონიძე
20.04.2024 წელი

Thursday, April 18, 2024

არაგვო!

არაგვო!
არაგვო, წამოიმართე,
არწივის მკერდი გვაჩვენე,
ფარ-იარაღი შეგშვენის,
განა, უზიხარ საჩეჩელს.
განა, ლამბივით ჭორები
შენი ზნე, შენი საქმეა,
ამოიქნიე ტორები,
გმირთა სამჭედლოც აქვეა.
ლომივით ყალყზე შედექი,
დარად გვიქციე ავდარი,
დალოცე გმირი შემდეგი, -
არაგველების სადარი.
მაია დიაკონიძე
18.04.2024 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ვარცხნილობა კარე გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Lali Gachava, Sofio Chelidze და 19 სხვა პიროვნება

 შენ დარდის კონად გადამაქციე, 

ჩემო სამშობლოვ,

თუ მოვერევით, მხოლოდ ერთად,  

ამ ჭირს და ამ დარდს!

რომ ვარ ქართველი!

რომ ვარ ქართველი!
რომ ვარ ქართველი,
ჩემი ენა არის ქართული,
სხეული - ვაზი,
სისხლძარღვებად გადახლართული,
ვიზრდები ცამდე,
ქარვისფერი მტევნით ვივსები,
ვმაჭრდები, ვმღერი, ლურჯ
ცას სწვდება შხეფი - ისრები,
გავა ხანი და ძირძველ
ღვინოდ გადავიქცევი.
სიყვარულისთვის ღმერთმა მომცა
ღონე და ძალა,
რომ აგიტანო მზესთან ახლოს,
ღრუბლებზე მაღლა.
არ მიღალატო ოღონდ სისხლო,
ჯიშო, ჯილაგო,
რომ თეთრ ღრუბლებში
არწივივით შევკრა ირაო.
რომ ვარ ქართველი,
ჩემი ენა არის ქართული,
სხეული - ვაზი,
სისხლძარღვებად
გადახლართული,
იმიტომ ვდგავარ ზეცისაკენ
წელამართული.
მაია დიაკონიძე
18.04.2024 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and სწავლობს გამოსახულება
ყველა რეაქცია:
Sofio Chelidze, თამარი ოღლიშვილი-ბიძინაშვილი და 50 სხვა პიროვნება