Tuesday, April 20, 2021

ქრისტე აღსდგა! (საბავშვო, სამი ლექსია)

აღდგომა!

სააღდგომოდ ჯვარი შეკრა
ვაზის ლერწით მათე ბიჭმა,
აღდგომა რომ მოგვილოცოს
და გაგვიძღვეს ჯვარით წინა.

დღე ლამაზი, მოგვილოცა
მამლაყინწამ ენატკბილად,
დაიძახა "ქრისტე აღსდგა!",
ვუპასუხეთ: "ჭეშმარიტად!".

დილამაც ჩვენ გაგვიღიმა,
მზემ, ზეციდან ღრუბლის ფთილამ,
"ქრისტე აღსდგა!" ჭიკჭიკებდა
მერცხლის გუნდი მთელი დილა.
მაია დიაკონიძე
20.04.2021წელი


სააღდგომოდ ბებიამ 

შეგვიღება კვერცხები,

ქათმისა და ციცარის,

გაუწითლდა ხელები,

პასკებიც კი დაგვიცხო,

ქიშმიშით და ცუკატით,

გაგვიკვირდა ბებიკოს 

ნიჭიცა და უნარიც,

ტორტი ისე ლამაზი 

ყვავილებით მოგვირთო,

"ქრისტე აღსდგა!" დააწერა,

მადლი მოგვცა გოდრითო. 


ქათმის კვერცხი ბატს მივეცი,

ბატის მოვიტანე შინა,

დედამ წითლად შემიღება,

არ ენახა თურმე წინათ,

ასე დიდი და ლამაზი, 

ხონჩაზე დავიდგი წინა,

აღდგომის დღეს დაგილოცავთ,

ძალი მოგცეთ თქვენდა წილად.







No comments:

Post a Comment