Friday, April 16, 2021

სიყვარულს გაუმარჯოს! (ერთსტროფიანები)

 ვიღაცისთვის არაფერი არა ვარ,

ვიღაცისთვის - ზეცაც ვარ და ყვავილიც,
დაუშრეტელ სიყვარულს გაუმარჯოს,
არ სჭირდება პილპილი და მარილი.

ჩავკიდებ ერთხელ 
მეც პლაცკარტ ვაგონს 
და მატარებლით 
დროს გავუყვები, 
შემომღიმილებს 
ზევიდან ზეცა, 
აქ კი დამრჩება 
მზის ყვავილები.

მზემ დაგვიქარგა სირმებით
ეზო, კარი და ველია,
სახლები აბლაბუდებით 
თავიანთ პატრონს ელიან.

ზოგს ფული უნდა 
და ამით ხარობს,
მე დამიბერე 
ამ ქვეყნის ქარო.

No comments:

Post a Comment