სანამ კიდევ გვეწერება,
თორემ მალე არ წაგვიღოს
ზვავებმა და მეწყერებმა
კიდევ კარგი საწერ კალამს
აღარ ვხმარობთ, აღარ გვინდა,
თორემ მარტო ზეთი არა,
მელანიც ხომ გაგვიძირდა?
არც მე არ ვარ დიდად ნორჩი,
აქ აღმოვჩნდი დიდად ოჩი,
წერას ნამდვილ სიყვარულზე,
ვერა და ვეღარ მოვრჩი.
ის დრო ახლა აღარ არის,
ვინცხამ ვინცხას უცაცხანოს,
მაგ საკითხში წინ მივდივართ,
ემანდ მივადგებით ნატოს.
ჯობს რომ მიხედოთ ბადიშებს,
მაგას არარა ჯობია,
ჩემთვის ეკრანთან დაჯდომა
გამხდარა დიდი ჰობია.
მოფერება ყველას უნდა,
რა ყოფილა ღელეღურდა,
დიდსაცა და პატარასაც,
იქნებ იღოს ყველამ ყურად.
ცუდი არის, ვინც რომ გტანჯავს,
ესე შრომა მოიგონა,
არც ამბორი არ ეღირსოს,
მივცეთ ის ჭიაკოკონას.
ქადა მეც ძალიან მიყვარს
და მაგარი კახელებიც,
აბა, ლექსით გაგვაკვირვე,
გიცდით მთელი იმერეთი.
გურულებიც ძაან მიყვარს,
მირჩევნია დუნიას,
შვილებიც და ჩემი ქმარიც,
დაო, იქოურია.
რა სჯობია ჭურს და ჩაფსო,
მერე ღვინის ჩამოსხმასო,
კეცის მჭადს და პრას-ლობიოს,
მათთვის კბილის გამოკვრასო.
გაუმარჯოს საქართველოს,
მაგრამ მაინც, იმერლებს,
მაგნაირი პოეტები
ნეტავ სადმე თუ შობეს?
აუცილებლად დაგაცდით,
ჩვენ თუ არა და კორონა,
მას იქით ჩვენ გზა არა გვაქვს,
ჩათრევასა სჯობს მიყოლა.
მარტო მეფეო?! ჩემმა მზემ,
პოეტთა მთელი არმია,
აკაკი, ნიშნიანიძე,
პაოლოც დიდი კაცია.
ტორტის ჭამაც ძლიერ მიყვარს,
ქადუნებიც ნიგვზის,
სამწუხაროდ, არ მეჭმევა,
მე ამისთვის ვტირი.
ეგეთი ბედი ჰქონიათ
ჩვენს ქალებს, ემიგრანტებს,
არ ჩამოხვიდე,მანდ დარჩი,
აუჭედავენ კარებს.
შევიკრიბოთ და გავლაღდეთ,
დოღი გავმართოთ ლექსების,
ჭაჭაც კარგია, ცხვრის ყველიც,
სადღეგრძელო ვთქვათ მელექსის.
არც ჩვენ დავრჩებით ვალშია,
რითიმე შემოგეწევით,
მერე იტყვიან ლეგენდად
დაზრდილან ალგეთს ლეკვები.
გოგოებო, ბიჭებო,
მე ჩატიდან გავედი,
იმედია ხვალისთვის
დამხვდებით თქვენ ნამეტით.
კარგ ფელამუშს რა სჯობია,
არ ვიწუნებ თათარასაც,
არც ჩურჩხელას დავიწუნებ
და მივირთმებვ ჯანჯუხასაც.
ნეტავ ვინაა თამადა,
ან მერიქიფე ვინ არის,
ღვინის ჩამოსხმას რა უნდა,
არ ვარ მე მაგის უკადრი.
მოგენატრათ ქვეყანა,
გიყვართ ლექსის წერა,
მინიპოეზიელებო
კი მიყვარხართ ყველა.
No comments:
Post a Comment