Saturday, April 17, 2021

ქალი ვარდისფერი ქუდით (სიმღერა, შეასრულა მაია სიჭინავამ)

ქალი ვარდისფერი ქუდით
მიდიოდა გზაზე კენტად, 
ტუჩი ჰქონდა ალუბლების,
ტანზე მზისა ფერი ეცვა.
ნეტავ, ნიავივით ურჩი,
ალუბლებს თუ გამოექცა?
ქალი ვარდისფერი ქუდით
ანათებდა თვითონ ზეცას,
შორეთში მიჰქონდა მზერა,
ტანზე მზისა ფერი ეცვა,
ქალი როდი იყო მშვიდი,
ქალი წვიმა, ქალი სეტყვა.
ქალი ვარდისფერი ქუდით
მიდიოდა გზაზე კენტად,
ნიავივით ნაზი, ურჩი,
თითქოს ზეციდან დაეშვა,
გზას თვითონ მზე უნათებდა
და თვითონაც ჰგავდა მზესა.

No comments:

Post a Comment