იღიმები, ოჰ, რა ტკბილად იღიმები,
თვალთა გცვივა იები და მზის სხივები,
ეს რა ტანჯვა მომივლინე მიწიერი,
შემოგყურებ ზეციერს და ვერა გწვდები.
შენთან მინდა რომ ვიპოვო სამოსახლო,
როგორც მწყემსმა, გიყურო და გიდარაჯო,
ვერ მოგაგნოს ქარმა, წვიმამ, ქარბორიამ,
რომ სუფევდეს შენს გარშემო იდილია.
გამიყარე თვალი თვალში, გენაცვალე,
ზღვის ტალღების ნაზ ჩქერებში მაბანავე,
ვეღარ იტყვი: - სიყვარული არ გცოდნია,
შენთვის გული, გრძნობით სავსე, მომინდვია.
No comments:
Post a Comment