Monday, April 12, 2021

ექსპრომტები მინი პოეზიის ჩატში

 მართლაც, პოეტი ღვთისაა,

ერისთვის ნაჩუქარია,

და ამას თუ ვერ გაიგებ,

ცრემლი გიშრება პაწია.


ბევრი რამე შეუძლია პოეტს,

მელნის ტბაში ეწობოდეს სისხლად,

მხოლოდ მერე შეიკაზმოს რაში, 

როცა იტყვის თავის სათქმელ სიტყვას.


მე სიხარულის დამდის ცრემლები,

როცა ჩემს მამულს ვეალერსები,

და მისთვის მინდა სიცოცხლე, სუნთქვაც,

ვიქცევი ქვადაც, მდუმარედ, უტყვად.



No comments:

Post a Comment