Friday, April 16, 2021

ხახვი, ჯანმრთელობის საწინდარი (სტუდენტობის მოგონებებიდან)

 ერთი სახუმარო ამბავი მინდა მოგიყვეთ: სტუდენტობისას ერთი თაყვანისმცემელი მყავდა, კარგი ბიჭი იყო, ჭკვიანი, კარგი ხასიათისა, მაგრამ მხოლოდ მეგობრად აღვიქვამდი, რამდენჯერმე მთხოვა ცოლობა, მაგრამ უარი ვუთხარი, უკან არ იხევდა და ერთხელაც უცხო ენების ლექციაზე მომაკითხა მეხუთე კორპუსში, ხახვის სუნი უდიოდა, ამან ძალიან გამაღიზიანა და საბოლოო უარიც ვტკიცე, გავიფიქრე, ქალს თავს აწონებ და ხახვის სუნით აყროლებული მიდიხარ -მეთქი პაემანზე? ახლა გავიგე, ხახვი თურმე გრიპის ბაცილებს კლავს და მუდმივად თუ მიირთმევ, გრიპი არასოდეს დაგემართება, მათ შორის ალბათ, კორონას წინააღმდეგ საბრძოლველადაც გამოდგება. გამახსენდა ის ძველი ამბავი და სიცილით მოვკვდი, იქნებ ის ბიჭიც ბაცილებს ებრძოდა-მეთქი ან კიდევ რამე კუდიანური ხერხი ასწავლეს ქალის მიზიდვის, რას ვერჩოდი?! ნავარიელიც გამახსენდა, დედოფალი მარგოს მეუღლე, როგორც დიუმას ჰყავს თავის მხატვრულ ნაწარმოებში აღწერილი, ნივრის სუნით შემკობილი დადიოდა, მაგრამ ქალებისგან უარყოფილი არ იყო.

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ, ხშირად მიირთვით ხახვი და ნიორი და არასოდეს გახდებით ავად.
May be an image of საკვები
Sofio Chelidze, Ия Диаконидзе და 42 სხვა
17 კომენტარი
მომწონს
კომენტარი
გაზიარება

No comments:

Post a Comment