Thursday, April 1, 2021

უ ა ხ ლ ე ს ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ავტ. იოსებ მაჭარაშვილი

 ვისაც ლექსის პირუთვნელად შეფასება შგიძლიათ, შეაფასეთ - "უახლესი საქარველო".

---------------------------------------
უ ა ხ ლ ე ს ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
...
სიბრძნე მოკვდა... მაგრამ, ჭკუამ პრაგმატიზმი გაზარდა...
დრო დამთავრდა - დიდებულთა, გმირთა, (მკლავით მაგართა)...
რადგან დროა - მედროვეთა, მლიქვნელთა და ანგართა...
გაქრა - „ჩოხა“, „ჩიხტიკოპი“, „ბოხოხი“ და „ ხაბარდა“...
პოეტური საქართველოც ისტორის ჩაბარდა!
სანამ, ბედი, რომანტიკულ რომანს დამიიგნორებს,
მოიწონებს უბობოქრეს გრიგალებს და ციკლონებს...
თუმცა, ლექსის ლამაზ სტროფებს და ფრთხიალა სტრიქონებს,
(როგორც ფერთა ლამაზ გამმებს, როგორც ცას და ცის ტონებს),
მინავლული მთვარის შუქი სიზმარივით იგონებს!
ჭკუა კვდება... (სადაც უფრთო სისულელე გვიმონებს)...
მაგრამ, ფრთებად გადაქცეულ გრიგალებს და ციკლონებს,
(როგორც სულის ვარსკლავებად მოკაშკაშე სტრიქონებს,
როგორც ფერთა ლამაზ გამმებს, როგორც მზეს და მზის ტონებს),
უახლესი საქართველო იწუნებს თუ იწონებს?!
...
ვეკითხები საქართველოს,- (გმირები რომ აღზარდა),
გმირთა სულის პოეზია(ც) ისტორიას ჩაბარდა?!

მაია დიაკონიძის პასუხი:
არ ჩაბარდა, კვლავ დავყვებით გრიგალებს და ციკლონებს, 
მხოლოდ ასეთ ქართველებს და საქართველოს ვიგონებთ, 
დანარჩენი ჩაბარდება მტვერს, მივძახებთ ხაბარდას, 
ვიტყვით ჩვენი თვალის ჩინი კვლავ აღზევდა, აყვავდა.

No comments:

Post a Comment