Friday, April 16, 2021

14 აპრილი - მთავარი სათქმელი

სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, ერთ ისტორიას გავიხსენებ: უკრაინაში მცხოვრებ დედას დროებითი ამნეზია დაემართა დაავადებიდან გამომდინარე, გაკვირვებული დახვედრია დილით მასთან შესულ ჩემს ძმას, აღარ ახსოვდა ბევრი რამ, ვინ იყო ისიც კი, მაგრამ ქართულ ენაზე საუბრობდა გამართულად, მშობლიური უკრაინული დავიწყებოდა. ჩემი ძმა სულ მთლად გაოგნდა, როცა ისეთი სიტყვები წაროთქვა, რომელიც თვითონ არ ახსოვდა. პატარები ვიყავით, შემოვუსხდებოდით აკვანს, რომელშიც პატარა დათო იწვა, დანარჩენი და-ძმანი, სულ ხუთნი ვიყავით, სულგანაბულები ვუსმენდით, როგორ გვიკითხავდა დედა იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარს", ჩამოვიდა თუ არა საქართველოში, მაშინვე ისწავლა ქართული, კლასიკოსებს ორიგინალში კითხულობდა. ქართულ ანბანს კი მამა გვასწავლიდა, სკოლაში წასვლამდე ყველამ ვიცოდით ქართულად კითხვა. ჩემს უფროს ვაჟსაც აჩუქა იაკობ გოგებაშვილისეული გამოცემა "დედა ენისა", დაგილოცავთ, მეგობრებო ჩვენს მშობლიურ ენას, ტკბილხმოვანსა და დაუშრეტელ წყაროს ჩვენი შთაგონებისა.

Apr 16, 2021

Sofio Chelidze, Ия Диаконидзе და 62 სხვა
15 კომენტარი
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარი
გაზიარება

No comments:

Post a Comment