Friday, April 16, 2021

იასამანი

 მათთვის, ვისაც არ სძინავთ: ქართველებისთვის იასამანი ლამის წმინდა მცენარეა, არ მინახავს ქართველი, ის არ უყვარდეს, მართლაც, ულამაზესსა და უმშვენიერესს, სუნიც საოცარი აქვს. მეც ბევრი ლექსი მიძღვნია მისთვის, მათ შორის: "კოცნას მიგზავნის იასამანი", რომელზეც სიმღერა დაწერა მაია სიჭინავამ, თვითონ იასამანივით ლამაზმა და მშვენიერმა,, მოვუსმინოთ

"კოცნას მიგზავნის იასამანი" (სიმღერა)
გარეთ სითბო და გაზაფხულია,
ჩემს ცივ ოთახში სუფევს ზამთარი,
გაყინულ თითებს ტუჩებთან ვიკრებ,
კოცნას მიგზავნის იასამანი.
დარდებს დილიდან თოკებზე ვკიდებ,
ლოგინს სცილდება სულის მანტია,
სხეულში ფიქრი ძონძივით მიდევს,
მსურს დავამარცხო ეს აპათია...
ფანჯრების მიღმა გაზაფხულია,
ჩემს გულში ისევ ყვავის ზამთარი,
ვუმზერ ლარნაკში ჩატეხილ ხიდებს,
კოცნას მიგზავნის იასამანი.
მაია დიაკონიძე

No comments:

Post a Comment