Friday, April 9, 2021

ანგელოზები ისევე სდუმან (ეძღვნება 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას)

ანგელოზები ისევე სდუმან,
შემომცქერიან თან გაკვირვებით,
ამ წუთისოფლის უცნაურ სტუმარს, 
თუ მიმამსგავსეს, ვთქვი გარინდებით.
არ მაღელვებდა მეხი და ქარი,
არა მტკიოდა ნაფლეთ-ნაკაწრი,
იმ დღეს, იმ ღამეს, იმ წუთას, იმ წამს,
ჯალათის ცრემლებს ჩემში ვმალავდი.
სიტურფეს ჩემსას ისიც ხედავდა,
არ სურდა ჩემი მოკვლა-გასრესა
და უცნაურმა ბედმა და ხვედრმა
მისი თვალები შემომაფეთა.
იმ დღეს, იმ ღამეს, იმ წუთას, იმ წამს
ვემსხვერპლე სიონს, კრავი პატარა,
და პატიების დიდმა სურვილმა
ჩემში სინათლის შუქი გაშალა.
და დავიშალე მე ნაწილებად,
და დავურიგე მე სხვა ყმაწვილებს,
რომ სიყვარულის ნათელმა შუქმა
აღარ მოასწროთ იმ 9 აპრილებს.


No comments:

Post a Comment