ძალიან საინტერესო კითხვები მიჩნდება ამ ბოლო დროს: როცა მთელ მსოფლიოში ოჯახის კულტია, მინდინარეობს პროპაგანდა ჰარმონიული ოჯახების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, სახელმწიფო ზრუნავს ოჯახებსა და ბავშვებზე, რატომაა, რომ ჩვენს სატელევიზიო ეთერებში მხოლოდ იმ ქალებზე კეთდება აქცენტი, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ დაანგრია ოჯახი, ხუთჯერ გათხოვდა, "გაიხადა", რომ შვილები გადაერჩინა და ა. შ. მესმის, რომ ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება და ბედი აქვს, მაგრამ საკულტოდ ბედნიერი ოჯახები უნდა გავიხადოთ, მათზე უნდა ვსწორდეთ, რაში გვაინტერესებს მაგალითად, თავს როგორ უვლის რომელიმე გადახრებიანი ადამიანი?! თუ ეს არ შეწყდება, ეს ქვეყანა მალე დაიღუპება, დღითი დღე მატულობს დანგრეული ოჯახების რიცხვი, ეს უნდა შევაჩეროთ როგორმე... ოჯახი წმინდათა წმინდაა და ის ამოსავალი, ქვეყნის გადარჩენის ქვაკუთხედია.
No comments:
Post a Comment