ლალი იყო თუ ზეცა,
პასუხს არ მცემდა არვინ,
მხოლოდ ზღვის ტალღა მცემდა
და მიმატებდა მანძილს,
რომ ვყოფილიყავ შენთან,
შენთან დღეცა და ღამეც,
ალუბლის ზეცა წერდა
ზღვის საფირონზე რკალებს,
ქარი არხევდა ალვებს,
ფიქრის ღრუბელში მხვევდა,
სადაც ვიყავით ერთად,
ლილის ზღვა, მე და შენ და...
,
No comments:
Post a Comment