Saturday, August 9, 2025

,, და სიტყვა იყო ღმერთი !", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ახალი ლექსების ციკლიდან

 ,, და სიტყვა იყო ღმერთი !"

1 . ბევრია ირგვლივ
ლამაზი ქალი ,
აფროდიტეს რომ
მიუგავს სახე ...
მე არასოდეს
მატყუებს თვალი
და შენზე კარგიც
ვერავინ ვნახე .
2 . გადიან წლები :
ახალი , ძველი ,
დღეები სცვლიან
უკუნეთ ღამეს ,
არ მემართება
ა წ მ ყ ო შ ი ხელი ,
არც მ ო მ ა ვ ლ ი ს გ ა ნ
მოველი რამეს .
3 . რით მოგაშუშო , შენ ,~
ს უ ლ ი ს წყლულო ,
ჩემთვის ს ი ტ ყ ვ ა ა
ნაღდი და წმინდა ...
რომ დაგპირდე და ...
ვერ შეგისრულო ,~
უ პ ი რ ო კაცად
ყოფნა არ მინდა !
4 . ბევრისთვის
ყველა სიტყვა ერთია ,
ღმერთო ! მოგვეცი
ერთგულთ მატება ...
რადგანაც ,, ს ი ტ ყ ვ ა ~
თავად ღ მ ე რ თ ი ა ",~
ს ი ტ ყ ვ ა ს
არასდროს ეღალატება !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
9 . 08 . 2025 წელი .

No comments:

Post a Comment