Saturday, July 31, 2021

წვიმს და... (ერთსტროფიანი)

 წვიმს და ელვასავით დამიდიან,

სველი ნისლიანი ამინდები,
ჩქარა მომაშველე გულის სითბო,
თორემ ამინდივით ავტირდები.

ერთსტროფიანი

 ნისლებო თქვენ რა გითხარით, რომ დამწოლილხართ შავადა,

ჩემო მზე აღარა ჩანს და წყებ-წყებად წვებით ჯარადა,

თქვენს შემხედვარეს ფიქრი მკლავს,ქვევით მიზიდავს ბარადა,

ერთხელ ჩაგეკვრით, ჩაგკოცნით, ნუ გამიხსენებთ ავადა..


მუზა ვარ შენი (მეორე ვარიანტი, სატრფიალო)

 1 . მე შენი კალმით

ნახატი ვარ ,

მუზა ვარ შენი , შენი სტროფი ვარ ,
შენი სიტყვა ,
შენი ბგერები , შენთვის ვცოცხლობ და მზის სხივივით , შენს ლექსებს ვშვენი , ბედნიერი ვარ , სტრიქონ~სტრიქონ რომ მეფერები . 2 . მე არწივიც ვარ ,
აფრენილი ოცნების ცაში , მყინვარის თოვლსაც ნაკვალევი ჩემი აჩნია , ყველგან მიპოვი , ნაზ იაში , თუ მკვრივ ძელქვაში , სუყველაფერზე
ძვირფასი ვარ , რაც გაგაჩნია !

მიყვარხარ (სატრფიალო)

 მიყვარხარ, პირვლად ვთქვი ცხოვრებაში,

მიყვარხარ, ვიმეორებ ისევ,

პირველად ღრუბლებში ვითამაშე,

პირველად აღარ ვეძებ მიზეზს,

რომ 


ნეტავ, ქვეყნად თუ არსებობს?! (სატრფიალო)

ნეტავ, ქვეყნად თუ არსებობს კიდევ შენნაირი,
ლურჯ თვალებში გეხატება იდუმალი ფიქრი,
გაიღიმებ და სამყარო ირეკლება ცაზე,
შენ ზღაპრებში მომახვედრე, ისევ მათამაშე.
მაპოვნინე მეც კონკიას დაკარგული ქოში,
ხან მძინარე მზის ასული გამაცოცხლე კოცნით,
აბა, როგორ არ მიყვარდე, როგორ არ მოგენდო,
აზრი შენ ხარ ამ ცხოვრების, ჩემო ერთადერთო.



ეჰ, რა უწყალო ყოფილხარ (სატრფიალო)

რადა ხარ ასე უწყალო,
გინდა რომ წყალმა წამიღოს
და მიმცეს ლეთას, იქნება
დავიწყების წყალ დავლიო.
ვერ გავიხსენო შენი ხმა,
შენი ხელები, ღიმილი,
ეჰ, რა უწყალო ყოფილხარ,
ვაგლახ, მწყურია ტირილი.
რადა ხარ ასე უწყალო,
გინდა მეწყერმა წამიღოს,
გადამავიწყოს ყოველი,
მლეთას წყალს გადამარიოს.
ვერ გავიხსენებ შენს ხელებს,
შენს ღიმილს ოდნავ სევდიანს,
ეს რა უწყალო ყოფილხარ,
რა ვაგლახ მომნატრებიხარ.


ზარების რეკვაც არ ისმის (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

რატომ მევსება ეს გული ასე სევდით და ტკივილით,

როცა არ  მესმის შენი ხმა და ცას ასკდება კივილი,

დამემოწმება ბალიში, რიჟრაჟებს ვხვდები ტირილით,

ზარების რეკვაც არ ისმის, ვხმები წყლისპირას ტირიფი.


ჰფიქრობ, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ჰ ფ ი ქ რ ო ბ :

1 . თუ მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა
ითვლება ცოდვად,
შემინდოს ქ რ ი ს ტ ე მ,
ბ უ დ ა მ, ა ლ ა ხ მ ა...
ნუთუ ვიღაცა
ჩამითვლის ბოდვად,
თვალებს მ ო ს წ ყ უ რ დ ა
შენი დ ა ნ ა ხ ვ ა.
2 . სივრცეს ვუღიმი,
როცა გიხსენებ,
ცის ლაჟვარდებში
შენს სახეს ვხედავ,
ფერმკრთალდები და
ვეღარ ვისვენებ,
თვალებში დგება
უთქმელი სევდა.
3 . ვიცი, შენს ს უ ლ შ ი
ფათურობს ი ჭ ვ ი,
არ გსურს ვინმესთან
რამე გ ა ი ყ ო...
რადგან აღარ ვარ
პატარა ბიჭი, -
ჰ ფ ი ქ რ ო ბ: - ჩ ე მ ა მ დ ე...
ნეტავ რა იყო?!
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი . 13. 06. 2012 წელი

Friday, July 30, 2021

თვით უკვდავება (სატრფიალო)

 ზღვიდან ქალთევზებს გამოვიხმობ, რომ მომრთონ შენთვის,

იაგუნდებით რომ შემიმკონ ყელი და თმები,
ტანზე მომარგონ ზღვის ფარჩა და ფეხებზე ქაფი,
სინაზე მქონდეს აფროდიტეს, ხელებში თარი.
რომ შენ მოგხიბლო, ამიტაცო დაღლილი ხელში,
მკერდზე მიმიკრა და ჩამხედო თვალებში კდემით,
მომწმინდო ცრემლი და ალერსით დამიშრო ტბები,
თვით უკვდავებად გადამაქცევს შეხება შენი.

შემომხედე, შემომხედე (სატრფიალო)

შემომხედე, შემომხედე,

მზერა გამითამამე,

ერთად ვდიოთ

ჩვენ ვარსკვლავებს,

დღეს ვეწვიოთ

ვარსკვლავეთს.

მერე ზღვებს გადავუაროთ

ქარიშხლად და წვიმებად,

გავილუმპოთ ზღვის თეთრ ქაფში,

ეგეც არ გვეწყინება.

შემომხედე, შემომხედე,

მზერა გამითამამე,

ჩემი სახე, როგორც მთვარე,

ისე ბრწყინავს, ანათებს,

დღისით მზე ვარ მოარული,

ცაზე ფეხით დავდივარ,

თვალებსა გჭრი და სათვალით

ალბათ, მიტომ დადიხარ.

ისევ ღამე არის ჩვენი

მფარველი და მეტოქეც,

მინდა მთელი ვარსკვლავეთი

ჩემს ფეხებქვეშ ზეობდეს,

შენ კი, კარგო, მხოლოდ ჩემი

სიყვარული გეყოფა,

ცაზე ერთი ვარსკვლავი ხარ

თუ ხარ მთელი ეპოქა?!

 

 


წუთისოფელი (სალაღობო ფშავურ კილოზე) ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი!

( ს ა ლ ა ღ ო ბ ო
ფშაურ კილოზე )
1 . ს უ ნ თ ქ ვ ა , -
სუნთქვაში გაცვლილი,
გ უ ლ შ ი, -
ცეცხლი და ღადარი,
ს ხ ე უ ლ ი , - ს ა ფ ე რ ე ბ ე ლ ა დ
დ ღ ე -ღ ა მ რომ მუდამ
მზად არი;
2 . ბ ა გ ე, -
თ ა ფ ლ ი და ბ ა დ ა გ ი,
თ ვ ა ლ ე ბ შ ი, -
ს ხ ი ვ ი ჩამდგარი,
მ ხ რ ე ბ ს დაფენილი
დ ა ლ ა ლ ი,
ტ ა ნ ი, -
ლ ე რ წ ა მ ი ს სადარი;
3 . ს ა ხ ე, -
საამოდ საცქერი,
ე ნ ა, -
ტ კ ბ ი ლ ი და
ხ მ ა - დ ა რ ი...
კ ა რ გ ქ ა ლ რო
უკვე ს ხ ვ ი ს ა ა,
ს ო ფ ე ლ ი
ეგრე რად არი?!
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
თქვენ, ელგუჯა ციგროშვილი და 3 სხვა
3 კომენტარი
27 გაზიარება

მელოდე, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მ ე ლ ო დ ე!

1 . ნაღველი დამეტყო
ღიმილზე,
თვალებს ვეღარ
ვხედავ მზიანებს,
მ თ ა შ ი მელოდება
პ ი რ ი მ ზ ე, -
მე კიდევ აქ
დავაგვიანე...
2 . ავალ და დავკოცნი
უთვალავს,
ვიცი, ეს გაბუტვა
გაუვლის,
ბილიკს დავადგებით
უკვალავს
და ფ შ ა ვ ი ს ხატობებს
დავუვლით.
3 . ვადიდებთ ლ ა შ ა რ ს
და ი ა ხ ს ა რ ს,
,, ღ ვ თ ი შ ვ ი ლ ე ბ ს "
გამოვთხოვთ წყალობას!
მ ე - დამილოცავენ
ლამაზ გ ვ ა რ ს,
შ ე ნ - გიდღეგრძელებენ
ქ ა ლ ო ბ ა ს!
4 . მაღლიდან დავხედავთ
ფ შ ა ვ ი ს ხევს,
ც ა შ ი ხელებს შევყოფთ
ღ რ უ ბ ე ლ შ ი...
ჯანღისფერ ნაბადში
გაგახვევ
და... ნ დ ო მ ი თ
ჩაგხედავ უ ბ ე შ ი...
5 . ვ ა ჟ ა ს მივაკითხავთ
ჩ ა რ გ ა ლ შ ი,
ვიფიხვნებთ ამ
ქვეყნის ვარამზე...
გორს იქით გადავალთ
ა რ ტ ა ნ შ ი, -
უნდა ვინახულოთ
ხ ვ ა რ ა მ ზ ე!
6 . ფეხდაფეხ გავტოპავთ
ი ვ რ ი ს წყალს,
ოცნებით მოსძებნი
შენ დობილს ..
გაჩვენებ ვ ა ჟ ი კ ა ს
ცხენის კ ვ ა ლ ს, -
ხ ვ ა რ ა მ ზ ე ს გრძნობებით
,, შ ე ღ ო ბ ი ლ ს ! "
7 . ნუ მიწყენ, თუ ცოტას
ვყოვნდები,
მოვაღწევ ჩ ე მ ს
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მ დ ე,
შ ე ნ ოღონდ ნუ
დამიღონდები, -
ჯიუტად მ ე ლ ო დ ე,
მ ე ლ ო დ ე!
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .

Thursday, July 29, 2021

დღეს ღამით (სატრფიალო)

 დღეს ღამით ფოთლების კაბას შევიკერავ, 

შიგნით ლალ-იაგუნდებს ჩავწნავ,

ისე იციმციმოს, მეც რომ გამაბრწყინოს,

იფიქრო, მზე ჩამოვიდაო დაბლა,

თავზე გვირილის გვირგვინს დავიდგამ,

პეპლები დასხდებიან მასზე,

"ასეთი ღვთიური არავინ მინახავს,

მზე გამოვიდაო ბანზე".

ასე იტყვი და ერთად გავფრინდებით,

დავსხდებით მწვერვალის თავზე,

იქ ნადიმს გავმართავთ, ვარსკვლავებს მოვიწვევთ,

ვარსკვლავად დავრჩებით ცაზე.





შენი მუზა ვარ(სატრფიალო)

 მე შენი კალმის მონასმი ვარ, შენი მუზა ვარ,

შენი სტრიქონი, შენი  სიტყვა, შენი ბგერები,

შენთვის ვცოცხლობ და შენს ლექსებშიც მუდამ ვიცოცხლებ,

შენი თვალებით, დატბორილით, მე მეფერები.

მე აფრენილი მწვერვალი ვარ, მაღლა არწივი,

ჩანჩქერიც მე ვარ, წყალვარდნილიც, გრემიც,  ვარძიაც,

მე ყველგანა ვარ, ყველაფერში, ყველა  ძირქვაში,

ამ ქვეყანაზე ძვირფასი თუ რამ გაგაჩნია.


შენს მკერდზე მინდა (ერთსტროფიანი, სატრფიალო)

 შენს მკერდზე მინდა, თავი მედოს მე ყოველ ღამე,

სულში კი ისევ გაიმარტოს, გაიაპრილოს,

ოღონდ ნუ მეტყვი, არ აქვს ძალა ბგერებს და სიტყვებს,

დუმილით ხშირად კლავდნენ სიტყვებს სულ უადგილოდ.  


წარსულთან ლაციცი , ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 წ ა რ ს უ ლ თ ა ნ ლ ა ც ი ც ი!

1 . შემომეფეთა ჩემივ
წ ა რ ს უ ლ ი,
ველაციცები გარდასულ
ჩ რ დ ი ლ ე ბ ს ...
შემოვალ შენში, ვით
გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი,
ნაზამთრალ სხეულს
ა გ ი ა პ რ ი ლ ე ბ!
2 . ხ ე ლ ე ბ ი ი ც ნ ო ბ ს
ნ ა კ ვ თ ე ბ ს ნ ა ფ ე რ ე ბ ს,
ხსოვნაც იელვებს
მიმქრალ წარსულში
და... ც ი ს ა რ ტ ყ ე ლ ა ს
შვიდივე ფ ე რ ე ბ ს,
ერთად აგინთებ
ფერმიხდილ სულში!
3 . უკვე შეგიცან, -
აღარ ხარ ,, ი ქ ს ი,"
დ ა რ დ - კ ა ე შ ნ ი დ ა ნ
სულმთლად ვიცლებით...
ლ ე ქ ს შ ი ა ღ ვ ს დ გ ე ბ ი თ,
როგორც ფ ე ნ ი ქ ს ი
და... ა ღ ა რ ა ს დ რ ო ს
გ ა რ დ ა ვ ი ც ვ ლ ე ბ ი თ!
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
27 . 07 . 2021 წელი .
თქვენ, ნინო ჩარგეიშვილი, ელგუჯა ციგროშვილი და 57 სხვა
65 კომენტარი
58 გაზიარება
სიყვარული
სიყვარული
კომენტარი
გაზიარება

ნუთუ შეიძლება არ მიყვარდე (სატრფიალო)

 ნუთუ, შეიძლება არ მიყვარდე, 

ჩემო მოვარდნილო მდინარევ,

სულში იალაღი ამიყვავე,

ეს გული გამიმღიმარე.. 

ნუთუ, შეიძლება არ მიყვარდე,

ცაც კი ღრუბლიანი შემიყვარდა,

ნუთუ, შეიძლება არ მიყვარდეს,

ვინც მე ღრუბლებში ამიყვანა.

წვიმად მოვსულვარ და ხანაც ნამად,

ვეღარ მოვისვენე შენი დარდით,

როგორ უიმედოდ შემიყვარდი, 

როგორ უიმედოდ შეგიყვარდი.......


,


Wednesday, July 28, 2021

შენ ჩემი იქნები ზევსი (სატრფიალო)

 ამ ღამით სუფრას გამიშლი ცის ქვეშ,

ზედ დაგვნათოდეს ვარსკვლავნი, მთვარე,

მე ფეხშიშველი მოვივლი მინდორს,

სურვილით, ნდომით ავავსებ არეს,

რომ მოგეახლო ჩემს რჩეულ რაინდს,

მოგაყრდნო მხარზე ნატეხი ფრთები,

შენ ღამით ჩემი იქნები ზევსი,

მე შენი ლედა ოქროოსფერ თმებით.



ერთსტროფიანი (სატრფიალო)

 ცის კიდეს შენც მიდევ, მეც მივდევ,

ამ ღრუბლებს სხვა მხარეს მიყავხარ, 

მე მაინც გიყურებ შორიდან,

ვდარდობ და გეძახი: "მიყვარხარ!"...


ეჰ, ჩემო! (სატრფიალო)

ეჰ, ჩემო, ხავსი ჰფენია ლოდებს,
წარსულისაკენ ისევე ვილტვი,
ის გაზაფხული კვლავ გულში გოდებს,
არა და არა, არ წყდება სიმი, -
გიმღეროს ისევ ნაზი სიმღერა,
მიეალერსოს მარტს და აპრილებს,
თუ ჩვენი შეყრა ღმერთმა ინება,
შეხვედრას თვითონ გაგვიადვილებს.


თუ კი გიყვარვარ (სატრფიალო)

 თუ კი გიყვარვარ, რად არ მიხსენებ,

რად დუმხარ, დუმხარ და იმალები,

ჩემი ცხოვრების ლურჯო მდინარევ, 

დღე მოდის ჩემი გარდაცვალების,

მერე ჩემს ხმას შენ ვეღარ გაიგებ,

მერე ზეცაში დაგემალები,

ხანდახამ ჩუმად დაგხედავ თრთოლვით,

ცრემლი რომ ვნახო შენს ლურჯ თვალებში.

მიყვარხარ, ჩემო! (ერთსტროფიანი, სატრფიალო)

მიყვარხარ, ჩემო, და რატომღაც გიჟივით გჩემობ,

თუმცა ვიცი, რომ სხვისი ხარ და სხვა გადგას ჩერო,

ჩემთან ხარ მაინც, ჩემი გულის შენა ხარ მდელო,

და შენ გიმღერის ჩემი სულის გიტარაც, ჩელოც.


Tuesday, July 27, 2021

სალაღობო, შაირობა მე და ლიანა კაკუბავა

 მე შენი ლექსის გემო ვარ,

თუნდ იყოს ერთი ლექსი,

როგორ ვერ დამაგემოვნე,
ყანწი აიღე, შემსვი.

ლიანა კაკუბავა:

როგორც ინებებთ, ძვირფასო

ყანწი ავიღე, შევსვი...

ტკბილი ხართ, ნექტარივითა,

მიხარია, რომ შეგხვდით.

თაიგულების კონები

მინდვრად შევკარი თქვენთვის.

მოკრძალებული მუზაა..

ექსპრომტი, გულის ფეთქვის!


მაია დიაკონიძე

რას ბრძანებთ, რა მოკრძალება, მადლობელი ვარ თქვენი,

მოკრიფეთ ყვავილთ კონები, მათი ნექტარი შევსვი,

მუზობა, თუ კი შევძელი, ერთისთვის, თუნდაც თქვენთვის,

მე მეტი არა მინდა რა, ეს პატივია ჩემთვის.


ვიყავი, კარგო გასული
ვერ მოვიცალე ჩემთვის..
მეწერე ლექსი გულღიად
მერე მომეძღვნა თქვენთვის.
მოვკდი სიცილით რითმები,
როცა აღმოჩნდა მსგავსი..
ამიტომ წერა შევწყვიტე

წერტილი, მიტომ დავსვი.


ლექსი ყოველთვის კარგია, 

როგორც დამწერი მათი,

ადიდოს ღმერთმა პოეტი,



Pause GIF

მოგონებებიდან (დაწუნებული სასიძო)

 

დღეს ერთ სასაცილო ამბავს გავიხსენებ ჩემი ცხოვრებიდან. უნივერსიტეტი ახალდამთავრებული მქონდა და, როგორც წითელდიპლომიანი, კვლევით ინსტიტუტში მიმიღეს სამუშაოდ, იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. თან დაუსწრებლად ვსწავლობდი თსუ-ს ასპირანტურაში. ვიყავი გალაღებული და ცა ქუდად არ მიმაჩნდა, დედამიწა ქალამნად. თაყვანისმცემლები ბევრი მყავდა, მაგრამ არავინ მომწონდა და ამ დროს, ჩემმა ბიძაშვილმა, სასწრაფოდ საქმრო გამომიძებნა, შენი გათხოვების დრო დადგა და ბიჭიც აგერა გვყავსო.
ეს ეგრეთ წოდებული ბიჭი 32-33 წლისა გახლდათ თურმე, მაღალი თანამდებობის პირი იყო, ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის უფროსის მოადგილე, არ ვიცი ამ ასაკში როგორ მოახერხა ასე წინ წასვლა, სამსახურის მანქანა ემსახურებოდა, გარდა ამისა თავისიც ჰყავდა, ოპერასთან სამოთახიანი ბინა, რაიონში, დასავლეთიდან გახლდათ, სამსართულიანი გაწყობილი სახლი. ჩემი თავიც ენახებინათ თურმე და გადარეულა, ოღონდ წამომყვეს და ათივე თითზე ბრილიანტის ბეჭედს გავუკეთებო. ეს ყველაფერი მითხრა ჩემმა ბიძაშვილმა, კაი ხნის ლაპარაკი და თხოვნა-ვედრება დასჭირდა, რომ ნახვაზე დავეყოლიებინე. არც ახლა ვგიჟდები ბრილიანტებზე, რომ მქონდეს, უარს არ ვიტყოდი, მაშინ კი, 21 წლის გოგოს, საერთოდ არ მაინტერესებდა, წარმოვიდგინე კიდეც თავი ათივე თითზე ბრილიანტით, გავპარჭყე თითები, მოვკვდი სიცილით, მაგრამ ბიძაშვილს ხათრი ვეღარ გავუტეხე და წავედი ამ კაცის სანახავად, ახლა ამაზეც მეცინება, 33 წლის რა არის, ასაკთან ერთად წლოვანებაში სხვაობას უკვე ვეღარ ვამჩნევთ, მაგრამ მაშინ ის ბიძაკაცად ლამის მეჩვენებოდა. ინტუიციამ არ მიმტყუნა და სასიძო შარვალ-კოსტუმსა და გამოსასვლელ ფეხსაცმელებში გამოწყობილი გამომეცხადა, ლამის გადავირიე, ჩემს ბიძაშვილს თვალები ვუბრიალე, დამთავრდა ეს საქმე-მეთქი, ვაჩვენებდი, მაგას მე აღარ შევხვდები, განვუცხადე,, მაგრამ ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, სიძეც ჩაერია საქმეში და მისი ნათესავები, რომლებიც ამ კაცის ახლობლები იყვნენ და ძალისძალით ისევ დამითანხმეს. მეორე შეხვედრაზე ბეთანიაში ასვლა შემომთავაზა, ვიფიქრე, იქნებ ეკლესიის ნახვა ცუდი ნიშანი არაა და დავთანხმდი. ახლა სპორტულ თეთრ ფეხსაცმელებში და სპორტულ სამოსში გამომეცხადა, ამან კიდევ უფრო გამაღიზიანა, დაიძრა ავტომობილი ბეთანიისკენ, ავედით მაღლა-მაღლა, რა თქმა უნდა, მის გვერდზე ვიჯექი, ვსაუბრობდით, და უცებ ხელზე ხელი დამადო, აი, აქ კი გადამეკეტა ტვინი, როგორ გაბედე -მეთქი, მეგონა ჭინჭარმა დამსუსხა, ავკივლდი, ახლავე ქვევით წამიყვანე, არ მინდა ეკლესიის ნახვა, რაღა ექნა, წამიყვანა სახლში. ყველაზე გამაღიზიანებელი მაინც ის იყო, რომ მოსმენა დააყენა ჩემს ტელეფონზე, უსმენდა ვის და რას ველაპარაკებოდი, მერე შავ დღეში მაგდებდა, ეს რაზე უთხარი, ის რაზე უთხარიო, საშინელი ეჭვიანი იყო, ვიფიქრე, ჯერ ქმარი არაა და რა დღეში მაგდებს, მერე რას მიზამს-მეთქი. ჩემმა მეგობრებმაც დაიწუნეს, შენი შესაფერისი არააო. ასე რომ საშინელი უარი ვტკიცე ცოლობაზე, არა და დარწმუნებული იყო, გავყვებოდი.
წლების მერე გავიგე, რომ 90-იანებში დიდი ქონება ჩაეგდო ხელში, რაღაც გარჩევებს შეეწირა და მოკლეს, ეს უზარმაზარი ქონება კი მის ცოლს დარჩენოდა, რომელიც მერე მეორედაც გათხოვდა და მგონი მესამედაც. მაშინ ბიძაშვილი, მისი მეუღლე და ნათესავები სასტიკად გამინაწყენდნენ, ის კი არა და ახლაც მეუბნება ჩვენი ხანუმა, გოგო, ის მთელი ამხელა ქონება ხომ შენი იქნებოდაო! მე გულიანად მეცინება ხოლმე.

მოგონებებიდან, დაწუნებული საპატარძლო

 მოგონებებიდან

დღეს ისევ ჩემი ცხოვრების ერთ ისტორიას გავიხსენებ, მანამდე კი ერთ ამბავზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. გუშინწინ ავტობუსით ვიმგზავრე, ჩემს წინ წყვილი იჯდა, კაცი 35 წლისა იქნებოდა, ქალი - 45- ის მაინც. დავაკვირდი, ჩანდა ცოლ-ქმარი იყვნენ, ასეთი სიყვარული მამაკაცისგან არც მინახავს, ისე შესციცინებდა ამ ქალს თვალებში, ისეთი სიყვარულით ჰკიდებდა ხელს ხელზე, ისე უჭერდა, თითქოს ეშინოდა ვინმეს არ წაერთმია. პირველად ჩემს ცხოვრებაში დავფიქრდი, რა ასეთი მნიშვნელობა აქვს ასაკს, თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ? ქალიც მამაკაცის მხრიდან გათამამებული ჩანდა და ვარდივით ყვაოდა, მართლაც, ჩემს წინ ქალი კი არა, სურნელოვანი ნაზი ვარდი იჯდა, შლიაპითა და ჭილის ხელჩანთით. ჩემს გარშემო არიან კიდეც ასეთი წყვილები, როცა ქალი ათი წლით, ზოგჯერ მეტითაც უფროსია მამაკაცზე, მაგრამ ამ ხალხს ერთმანეთი უყვართ და შესანიშნავი ოჯახებიც აქვთ. ზოგჯერ ასეთი ურთიერთობები კრახითაც მთავრდება. ჩემმა ერთმა ნათესავმა, მრავალი წლისწინანდელ ამბავზე გიამბობთ, როცა ოცი წლისა იყო, 33 წლის ქალი მოიყვანა ცოლად, დიდი სიყვარული ჰქონდათ, კარგი შვილებიც გაზარდეს, მაგრამ 25 წლის თანაცხოვრების მერე ერთმანთს დაცილდნენ, სხვა შეიყვარა, ახლა თავისზე 15 წლით ახალგაზრდა ქალი და მასთან ცხოვრობს, შვილები არ ეყოლათ. ასეა, სიყვარული უკიდურესობებში აგდებს ადამიანს და რა ნაბიჯს არ გადაადგმევინებს ხან ქალს, ხან კაცს.
ახალგაზრდობაში ჩემთვის ასეთი რამ სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო. მახსოვს ასეთი შემთხვევა მქონდა ცხოვრებაში. ალახაძეში, ინტერბანაკში შრომით სემესტრში მოვხვდი, რჩეული გოგო-ბიჭები ვიყავით სხვადასხვა ინსტიტუტებიდან, ვიქნებოდი სადღაც 20 წლისა, ჩვენთან ერთად იყვნენ უცხოელებიც: ჩეხები, სლავები, გერმანელები, ვიეტნამელები, პაკისტანელები და სხვა. იქ ბევრი ადამიანი გავიცანი, დავახლოვდით კიდეც, ძალიან დამიმეგობრდა ერთი ახალგაზრდა, სადღაც წელიწადნახევრით იყო ჩემზე პატარა, ბავშვად ვთვლიდი და მისთვის არასოდეს არ შემიხედავს სხვა თვალით, თუმცა სულ ჩემს გვერდზე იყო ხოლმე, არ მცილდებოდა. დამთავრდა ეს ჩვენი შრომა-გართობა. დავბრუნდით თბილისში. გავიხედოთ, დამიმთავრდა ლექციები, მაღლივ კორპუსში ვსწავლობდი და მოვიდა ეს ბიჭი იქ, გოგოებს გვითხრა, სახლში მინდა დაგპატიჟოთო, არ გაგვკვირვებია, იქ ძალიან ვმეგობრობდით ყველანი. წავყევით სახლში, შევედით ულამაზეს ბინაში, ჭაღი იატაკამდე იყო ჩამოშვებული, მუზეუმებში მინახავს ასეთი. ამ ყმაწვილის დედა გვმასპინძლობდა, ულამაზეს ჭიქებში ჩამოგვისხა გოგოებს წვენი, ვსხედვართ, ვსაუბრობთ, ვიცინით. გავიხედე, დედა ქალბატონი ამ ყმაწვილისა მითვალთვალებს, ხან აქედან შემომხედავს, ხან იქიდან, აივანზე გადის, ფარდიდან მიყურებს. ამ ყველაფერმა ძალიან დამაეჭვა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. გოგოებმაც შენიშნეს ეს ამბავი და სახლიდან რომ გავედით, მომახსენეს, ის ქალბატონი რაღაც უცნაურად გაკვირდებოდაო. დავივიწყე ეს ამბავი. გავიხედე და დამხვდა ეს ჩვენი ბავშვი ისევ მაღლივი კორპუსის გაჩერებაზე. ახლა მარტოებმა გავისეირნოთო, მითხრა, თან ასკინკილით მომყვებოდა გვერდზე, კარგი. გავისეირნოთ-მეთქი. გზაში თავის სიყვარულზე მიამბო, ისე შემიყვარდი, ვკვდებოდი და გონზე რომ მოვსულიყავი ბიჭები ღამით წყალში მაგდებდნენ ხოლმეო, თუ ვინმე მოგიახლოვდებოდა და ელაპარაკებოდი, ეჭვიანობისგან ვტიროდიო. დედაჩემსაც ვუთხარი და იმ დღეს იმიტომ გიყურებდა ასე დაჟინებითო. გაოცებისგან ენა ჩამივარდა მუცელში. ამდენი ხანი როგორ იტევდა-მეთქი ამ გრძნობას. როგორც ბავშვი, შემეცოდა. ლამაზი ბიჭი იყო ძალიან, ვის არ მოხიბლავდა. ვკითხე, დედაშენს თუ მოვეწონე-მეთქი, არაო, არ დაუმალავს. დიდხანს ვიბობოქრე, ამ ბავშვთან რა საქმე მაქვს-მეთქი, მაგრამ ისეთი სიყვარულით და პატივისცემით მექცეოდა, ვის არ მოაწონებდა თავს. ძალიან გავლენიანი მამის შვილი იყო, თანამდებობის პირის, მე ინტელიგენტების ოჯახიდან, არ ვიყავით მდიდრები, ამან დიდი როლი შეასრულა, რომ ჩვენ ერთმანეთს დავცილდით, არ ჩამთვალა ოჯახმა თავის შესაფერისად. ასეთებიც ხდება. წლების მერე გავიგე, ვიღაც ბავშვიან ქალთან დაუწყია სიარული, ბოლოს ცოლადაც მოუყვანია. გავიფიქრე, ასე უნდა დედამისს-მეთქი. ამას წინ დავინახე, ისევ ისეთი ლამაზი და სიმპათიური იყო, მაინც გული შემიფანცქალდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს, სადაც არის. კარგის მეტი მისგან არაფერი მახსოვს.
მაია დიაკონიძე
შატილში ექსკურსიაზე
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება 0 ადამიანი, მათ შორის, Maia Diakonidze, ბავშვი, დგომა, ზოლები და შენობის გარეთ
Sofio Chelidze, Tiniko Chezhia და 19 სხვა
11 კომენტარი