Monday, July 26, 2021

შენ ჩემი ხარ და მე შენი

 შენ ჩემი ხარ და მე შენი,

ამას რაით ვერ მიხვდი, 

ვაჟო, მხოლოდ შენ მწყურიხარ,

შენკენ გამოვდევ ხიდი,

თუ ჩაიშალა, მე მოვკვდი,

დამიდევ იქნებ, ფიცი,

ორმოც დღე-ღამეს იგლოვებ,

მერე შენ თვითონ იცი,

ქალამზე ვინმე მოიყვან,

ამბავს მომიტანს ჩიტი, 

უპატონოდ რომ არა ხარ,

არ ამემღვრევა სისხლი.




რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, 

მხოლოდ ღმერთმა თუ იცის, 

რად შემიყვარდი,  რადა მკლავ,

რად არ დამიდევ ფიცი.

მხილოდ მე უნდა გიყვარდე, 

დამდის ცრემლები სიმწრის,

არ გამიგონებ, არც მნახო,

რას დავიმართებ, ვიცი.




No comments:

Post a Comment