1 . მე შენი კალმით
ნახატი ვარ ,
მუზა ვარ შენი , შენი სტროფი ვარ ,შენი სიტყვა ,
შენი ბგერები ,
შენთვის ვცოცხლობ და
მზის სხივივით ,
შენს ლექსებს ვშვენი ,
ბედნიერი ვარ ,
სტრიქონ~სტრიქონ
რომ მეფერები .
2 . მე არწივიც ვარ ,
აფრენილი ოცნების ცაში ,
მყინვარის თოვლსაც
ნაკვალევი ჩემი აჩნია ,
ყველგან მიპოვი ,
ნაზ იაში , თუ
მკვრივ ძელქვაში ,
სუყველაფერზე
ძვირფასი ვარ ,
რაც გაგაჩნია !
21.07.2021 წელი
No comments:
Post a Comment