გამიმინდორდა ეს მზერა,
ჩემი სულისთვის წყალია,
ეს ალისფერი ყაყაჩო
ამ ქვეყნის, ველის თვალია,
ნეტა, იმისთვის მამზირა,
სხვა მე არც რაი მწადია.
ლელა გაფრინდაშვილი:
ყაყაჩო ასე თუ გხიბლავს,
ნაბახტევს უნდა სტუმრობდე...
ეგება მასაც მასწონხარ,
ეგებ და მისთვის უფლობდე...
მერი მირიანაშვილი
ყაყაჩომ თავი დახარა,
უფრო გაწითლდა საბრალო,
არ უყვარს ქება- დიდება,
მაიამ უნდა ახაროს.
ირინა ხურციძე:
უნდა რომ გაგინაპიროს,
ხვევნა-ალერსში დაგათროს,
ამიტომ გეპატიჟება
ეს ხალიანი ყაყაჩო,
შენც ლექსად გაეშაირე,
ზედ მიაყოლე კაფია,
ლექსის წერაზე უკეთესს
რას იზამ საქმეს სარფიანს,
მორთულა ვრცელი მინდვრები,
მზით აალებულ ფერებით,
ყაყაჩოს მერე სხვა ყვავილს,
როგორღა მოეფერები...
მაია დიაკონიძე:
არცა მსურს სხვისი ფერება,
მინდა მარტო მას ვუყვარდე,
გული რომ გამიხალისოს,
მე ვენაცვალე მის ხალებს.
მისი ეშხი მწვავს დღე და ღამ,
მიწვევს მინდორში სალაღოდ,
ერთხელაც ვიცი მაცდუნებს
ეგ ხალიანი ყაყაჩო.
No comments:
Post a Comment