Sunday, July 25, 2021

სალაღობო, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ლაღია ქალის კოკორი მკერდი, ავტ. მაია დიაკონიძე

 სალაღობო!

(სურათის კომენტარი)
1.„სამოთხის ბაღის“ კარი გაქვს ღია,
მაცდურად მიცქერს იქიდან „ვაშლი“...
ვერც შენ მოხვდები სასუფეველში,
ჩემში თუ ვნების საღერღელს აშლი.
2. და თუ ორივეს გაგვყრიან გარეთ,
თუ მოგვიკეტეს სამოთხის კარი,
შენი ვაშლების იმედად ყოფნა,-
უსამოთხობა სულაც არ არი!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 08.06.2017 წელი.


მაია დიაკონიძე:

ლაღია ქალის კოკორი მკერდი,

ტყუილად არა ჰგავს სამოთხის "ვაშლებს",
არ შეგაცდინოთ ისევე ევამ,
სამოთხის გარეთ ისევ არ დარჩეთ,
აქა სამოთხის აქაურ "ვაშლებს"
ნუ ანაცვალებთ ედემის ბაღებს,
"ფუი, ეშმასო" ონისესავით
ნუ მიაწყევლით საყვარელ ქალებს.


No comments:

Post a Comment