დღეს ღამით ფოთლების კაბას შევიკერავ,
შიგნით ლალ-იაგუნდებს ჩავწნავ,
ისე იციმციმოს, მეც რომ გამაბრწყინოს,
იფიქრო, მზე ჩამოვიდაო დაბლა,
თავზე გვირილის გვირგვინს დავიდგამ,
პეპლები დასხდებიან მასზე,
"ასეთი ღვთიური არავინ მინახავს,
მზე გამოვიდაო ბანზე".
ასე იტყვი და ერთად გავფრინდებით,
დავსხდებით მწვერვალის თავზე,
იქ ნადიმს გავმართავთ, ვარსკვლავებს მოვიწვევთ,
ვარსკვლავად დავრჩებით ცაზე.
No comments:
Post a Comment