Tuesday, July 20, 2021

სიზმარში ვნახე, სატრფიალო

სიზმარში ვნახე, მინდორზე
ჩვენ მივდიოდით ერთად,
შენ გეცვა ლურჯი პერანგი,
მეც ლურჯი კაბა მეცვა,
ქარმა წამიღო ცისაკენ ,
შენ დაბლა დარჩი ველზე ...
ავგაროზივით გამომყვა,
შენი ნაკოცნი ყელზე.


No comments:

Post a Comment