შენ ჩემი სულის ხარ ნათელი წერტილი,
და უსასრულობის სასრულში მიგყავარ,
შენ მეტყვი ამ ღამით უთუოდ მოდიო,
მეც მოვალ, რომ გითხრა, თუ როგორ მიყვარხარ
ამ ღამით დედოფლის მოვირგე მე როლი,
შენ კიდევ ზევსი ხარ, ქალწულებს გზას უბნევ
და თუ კი ცხოვრებამ დამწვა და მიმნავლა,
ვიცი, რომ მეორე სიცოცხლეს მაჩუქებ.
No comments:
Post a Comment