Sunday, July 25, 2021

მე არაფერი არ მინდა მეტი...(სატრფიალო)

მე არაფერი არ მინდა მეტი,
სადმე მდელოზე რომ ვიწვეთ ერთად,
მე თავი მედოს შენს ძლიერ მკერდზე,
და ტანზე მწვანე მინდორი გვეცვას.
მე არაფერი არ მინდა მეტი,
გავცურო შენი თვალების ტბებში,
და ტუჩებს შენსას, როგორც გოლეულს,
ვაგემოვნებდე გიჟური ვნებით.
მე არაფერი არ მინდა მეტი...


მეორე ვარიანტი
1 . მსურს ვიწვეთ მოლზე , ერთურთის გვერდზე , ტკბილი ოცნებით ვუცქერდეთ ზეცას , მე თავი მედოს შენს ძლიერ მკერდზე და ტანზე მწვანე მინდორი გვეცვას ! 2 . შევცურავ შენი თვალების ზღვაში , ხელით შეიგრძნობ ჩემს ნატიფ სხეულს ... შენს ტუჩებს , როგორც თავნება ბავშვი , დავეწაფები , როგორც გოლეულს !

No comments:

Post a Comment