Thursday, July 15, 2021

შენ ჩემთვის დილა ხარ (სატრფიალო)

შენ ჩემთვის დილა ხარ, აისი ნათელი,
მზე ხარ და ველებზე სუყველა ყვავილი,
როგორც ჩიტს პატარას ბავშვივით მოგელი,
დამარცხდეს ჯანღი და გაბრწყინდეს არილი.
ზოჯერ სურვილებსაც უხდება ახდენა
და მალე დაგლანდავ ფანჯრების მინაში,
კორიდა, ტორერო, ბრჭყვიალა არენა,
კოკრების გაფურჩქვნა ვით "ვარდი სილაში".
მერე კი, მერე კი, არ ვიცი, რა არის,
მე დასაბამი და შენა ხარ სასრული,
ამ წრედში რადგანაც გიჟივით ჩავები,
გვიჭვრეტს მომავალი, აწმყო და წარსულიც.
მაია დიაკონიძე
15.07.2021წ.

No comments:

Post a Comment