Sunday, July 25, 2021

როგორ მხიბლავდა (სატრფიალო)

 როგორ მხიბლავდა, ვაჟაუ, შენი მაჯა და მკლავები, 

რომ წამიყვანდი მინდორში და ხელში ამიტაცებდი,

პეპლებთან ერთად დავფრენდი, გარს მევლებოდა ნამები, 

წამი წამს ბევრად სჯობნიდა, ახლა კი ვკვდები წამებით.

ძირს გამიფენდი ზურმუხტებს, ზედ ალმასებით, ლალებთ,

რომ არ მტკენოდა რაიმე, ბუმბულებს მომაფარებდი,

ყაყაჩოსავით ვიწვოდი, მეფინებოდა ალები,

წამი წამს ბევრად სჯობნიდა, უშენოდ ვკვდები წამებით.


,


No comments:

Post a Comment