თაფლობის თვის ტკბილ და ნეტარ
ღამეს,
ვარსკვლავები
დაგვნათიან თავზე,
ეშმაკურად
თვალს ჩავუკრავთ მთვარეს,
ზღვა
გვპატიჟებს სასეირნოდ ნავზე.
არ
დავზოგავთ ალერსისთვის თავებს,
მე
ვიშვები, ვით ვენერა -- ქაფში,
შენ
კი მომხვევ შენს ღონიერ მკლავებს
და
... შევცურავთ ნეტარების ზღვაში!
No comments:
Post a Comment